fbpx
პოლიტიკაnews

საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები ორ ქვეყანას შორის საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობით გადაკვეთენ

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა და ამიერიდან მოქალაქეები ამ ორ ქვეყანას შორის საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობით გადაკვეთენ. შესაბამის შეთანხმებას ერევანში საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა მოაწერეს ხელი ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის შემდეგ, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა გახსნეს.

WindowManager Crack

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით,  სხდომის შემდეგ ხელი მოეწერა, აგრეთვე, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მთავრობათაშორისი კომისიის მე-12 სხდომის ოქმს.

კომისიის სხდომაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close