კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 9-15 იანვარი
ამ კვირაში ბევრი საინტერესო იდეა გაჩნდება და შემოქმედებითი თვითრეალიზაციის მოთხოვნილება მაქსიმალურად გაიზრდება. ნიჭი, რომელსაც საკუთარ თავში გამოავლენთ, ნამდვილად არ უნდა იყოს „მიწაში ჩამარხული“ და სხვებისგან დამალული. შეგიძლიათ სამუშაოსგან თავისუფალი მთელი დრო შემოქმედებას დაუთმოთ. ამავე დროს, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ სამსახურში განსაკუთრებით იმ საკითხებზე გაამახვილოთ ყურადღება, რომლებიც თქვენი მოვალეობების ნაწილია და თან ძალიან პერსპექტიულია.
ეს კვირა ხელსაყრელია ახალი ნაცნობობისთვის, საინტერესო აღმოჩენებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. სამსახურში პრობლემები მოსალოდნელი არ არის, ყველა დავალებას დროულად და ხარისხიანად შეასრულებთ. სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ძალიან კრიტიკული მოსაუბრე იქნებით, – შეეცადეთ ზომიერება შეინარჩუნოთ. ხანდაზმული ნათესავებისგან ძალიან ღირებულ რჩევებს მიიღებთ. იყავით აქტიური სამუშაო საკითხებში და ხელმძღვანელების ერთგული. შაბათ-კვირას ბევრი საოჯახო საკითხის მოგვარება მოგიწევთ.
სასიკეთო დღეები: 11, 12.
არასასიკეთო დღე: 13.
კურო
ამ კვირაში დღის წესრიგში, სავარაუდოდ, კარიერასთან დაკავშირებული საკითხები დადგება. სამსახურში, დიდი ალბათობით, კარგი შესაძლებლობა გამოგიჩნდებათ, რათა თქვენი პოზიცია გააძლიეროთ და გავლენიანი კოლეგების მხარდაჭერა მოიპოვოთ. არ არის გამორიცხული, რომ მივლინების დროს ეფექტიანად გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო საქმიანი უნარები. პირად ცხოვრებაში, ვარსკვლავების გავლენის წყალობით, მშვიდობა, ჰარმონია და გაგება სუფევს. პარასკევიდან შაბათი ღამე ოჯახთან ან ახლო ნათესავებთან ერთად გაატარეთ და შაბათ-კვირასაც ასევე გააგრძელეთ, კარგი ენერგიით დაიმუხტებით.
სასიკეთო დღეები: 9, 13.
არასასიკეთო დღე: 11.
ტყუპი
ამ კვირაში ყველაფერი გამოგივათ, სურვილები მარტივად აგისრულდებათ, სამუშაოსგან ნამდვილ სიამოვნებას მიიღებთ. ნება მიეცით საკუთარ თავს, თქვენი პატარ-პატარა სურვილები აისრულოთ და გიული გაიხაროთ. არ არის გამორიცხული ცვლილებები ცხოვრებაში, რაც სარგებელს მოგიტანთ და საშუალებას მოგცემთ, დიდი ხნის მიზნები განახორციელოთ. ეცადეთ, სამუშაომ ხელი არ შეუშალოს ურთიერთობებს თქვენს პირად ცხოვრებაში. შაბათ-კვირას შეეცადეთ გამონახოთ დრო ახლობელ და საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გასატარებლად და დასასვენებლად.
სასიკეთო დღეები: 9, 11.
არასასიკეთო დღე: 10.
ეს კვირა ძალიან დატვირთული იქნება. ბევრი რამის გაკეთებას მოასწრებთ და თუ გაგიმართლათ, სამსახურში წინსვლის დიდი შანსიც მოგეცემათ. განსაკუთრებით წარმატებული იქნება ხელოვნებასა და მედიცინასთან დაკავშირებული პროექტები. ოთხშაბათი მშვენიერი დღე იქნება ყველა სახის გაუგებრობის აღმოსაფხვრელად, ამიტომ თუ პრობლემები გაქვთ ოჯახში ან სამსახურში, დროულად მოაგვარეთ – ახლა ეს მარტივად გამოგივათ. პარასკევი შესანიშნავი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, ვალების დასაფარად და დაპირებების შესასრულებლად. და უმჯობესია ამის გაკეთება დაუყოვნებლივ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ყველაზე შეუფერებელ დროს შეგახსენებენ თავს.
სასიკეთო დღეები: 11, 15.
არასასიკეთო დღე: 12.
ამ კვირაში ბევრი რამის დაწყება თავიდან, სუფთა ფურცლიდან მოგიწევთ და უმჯობესია მხოლოდ საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებს დაეყრდნოთ. სამშაბათი და ოთხშაბათი მნიშვნელოვან პროფესიულ გადაწყვეტილებებთან იქნება დაკავშირებული. ინდივიდუალური გეგმის მიხედვით დაწყებული სამუშაო წარმატებული და ხელშესახები შედეგის მომტანი გამოდგება. შეუპოვრობა და შრომისმოყვარეობა გამოიჩინეთ. წვრილმანებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ მომავალ წარმატებებში. ხუთშაბათს საინტერესო წინადადებას საქმიან სფეროში დაელოდეთ, კვირას კი განტვირთვის დღე მოაწყვეთ.
სასიკეთო დღეები: 11, 14.
არასასიკეთო დღე: 9.
როგორც ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, ამ კვირაში იღბალი გაგიღიმებთ. დიდი ალბათობით, თქვენი პირადი ან ოჯახის ბიუჯეტი მოულოდნელად შეივსება. სამსახურში სიტუაცია თქვენს სრულ კონტროლს დაექვემდებარება და ნებისმიერ რთულ ამოცანას წარმატებით გაართმევთ თავს, რითაც ავტორიტეტს აიმაღლებთ. ორშაბათს შორიდან მიღებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან სიახლეები თქვენს ცხოვრებაზე ძლიერ გავლენას მოახდენს. სამშაბათს ვერაფერს საიდუმლოდ ვერ შეინახავთ, ამიტომ არც კი ეცადოთ რაიმე დაუმალოთ ახლობლებსა და ხელმძღვანელებს. ხუთშაბათს გამოიყენეთ თქვენი ხიბლი, გაიღიმეთ უფრო ხშირად. შაბათ-კვირას ეცადეთ, მშვიდ გარემოში დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 11, 15.
არასასიკეთო დღე:10.
ვარსკვლავები გირჩევენ, ამ კვირაში მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი შარმი და დიპლომატიური უნარები. სამსახურში თქვენი მიღწევების წყალობით კოლეგებისა და ხელმძღვანელობის მადლიერებას დაიმსახურებთ და, რაც მთავარია, პერსპექტივებს გაიუმჯობესებთ . მხოლოდ უნდა გახსოვდეთ და ხშირად გაუმეოროთ საკუთარ თავს, რომ ყველა ცვლილება მხოლოდ უკეთესობისკენ არის მიმართული. ოთხშაბათს შეიძლება დაგჭირდეთ დასახულ ამოცანებზე კონცენტრირება. შაბათს საკუთარი თავი გაახარეთ ახალი შთაბეჭდილებებით – თქვენი კარგი განწყობა დადებითად იმოქმედებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე და პირად ურთიერთობებზე.
სასიკეთო დღეები: 11, 13.
არასასიკეთო დღე: 9.
მორიელი
ამ კვირაში ღირს გადამწყვეტი მოქმედება თქვენი გეგმებისა და იდეების რეალიზებისთვის. ბოლოს და ბოლოს მიხვდებით, რომ ბევრი რამის შეცვლა შეგიძლიათ და მუდმივად დინებას არ უნდა მიჰყვეთ. ვარსკვლავების გავლენა დადებით ენერგიას შემატებს თქვენს ცხოვრებას ყველა სფეროში, განსაკუთრებით პირად ურთიერთობებს, სადაც სიმშვიდე და ჰარმონია დაისადგურებს. თქვენი გრძნობები საყვარელი ადამიანების მიმართ უფრო ღრმა და თბილი გახდება. მოუსმინეთ მათ აზრს. პარასკევს შესანიშნავ საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ, რომელიც კარგ შემოსავალს გპირდებათ. ბევრ რთულ ამოცანას წარმატებით გაართმევთ თავს.
სასიკეთო დღეები: 11, 14.
არასასიკეთო დღე: 12.
მშვილდოსანი
ამ კვირაში ფინანსები შეიძლება თქვენი პრობლემა გახდეს გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო. საბედნიეროდ, წარსულში გაკეთებული დანაზოგი შესაძლებლობას მოგცემთ, თავიდან აირიდოთ დავალიანება. სამსახურში ფრთხილად უნდა იყოთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ და თქვენი დავალების საუკეთესოდ შესრულებაზე მოახდინოთ კონცენტრირება. მცირე უზუსტობების გამოსასწორებლად მოთმინება დაგჭირდებათ, აგრეთვე საკუთარ თავთან ობიექტური მიდგომა, რომლის გარეშეც წინსვლა შეუძლებელი იქნება. ზოგიერთ სიტუაციაში შემტევი ტაქტიკა ხელს უწყობს წარმატებას, უბრალოდ, ზომიერება დაიცავით და მეტისმეტი არ მოგივიდეთ. თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი დღე როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიულ საქმიანობაში ხუთშაბათი იქნება.
სასიკეთო დღეები: 9, 12.
არასასიკეთო დღე: 13.
ვარსკვლავები საინტერესო კვირას გპირდებიან. ეს პერიოდი კარგი სიახლეებით და ცვლილებებით გაგახარებთ პირად ცხოვრებაშიც და პროფესიულ ასპარეზზეც. იყავით უფრო გონიერი, საზრიანი და თუ წამყვან როლს სამსახურში კოლეგას დაუთმობთ, ამით მხოლოდ სარგებელს მიიღებთ. შეამოწმეთ ახალი პარტნიორების სანდოობა სამსახურში და სიყვარულში, მაგრამ ეს ჭკვიანურად და დელიკატურად გააკეთეთ. სასიამოვნო და, ფინანსური თვალსაზრისითსაც, ძალიან სასარგებლო იქნება ძველ მეგობრებთან შეხვედრა. შაბათს მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებთან ურთიერთობას.
სასიკეთო დღეები: 10, 14.
არასასიკეთო დღე: 13.
თუ პირად ცხოვრებაში პრობლემები გაქვთ, ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ამ კვირაში ისინი დადებითად მოგვარდება. ეს პერიოდი ხელსაყრელია პროფესიული თვალსაზრისითაც – შეიძლება ახალი კარგი სამუშაო იპოვოთ. საქმეების მოგვარებას დიდი დრო დასჭირდება და დასვენებასა და განტვირთვას შაბათ-კვირასაც ვერ შეძლებთ. ამ დროისთვის თავი შეიკავეთ გარიგებებისგან, ახალ პროექტებში ინვესტიციებისა და ბიზნესის გაფართოებისაგან. დაასრულეთ დაწყებული საქმეები და მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ ახლობელ ადამიანებს.
სასიკეთო დღეები: 12, 15.
არასასიკეთო დღე: 9.
ამ კვირაში, სავარაუდოდ, კარგ განწყობაზე იქნებით, რადგან გაუმჯობესებას დაინახავთ თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში. სირთულეები წარსულში დარჩება, საქმეები კი ნაკლები გექნებათ. ოთხშაბათს ახალმა და საინტერესო ინფორმაციამ შეიძლება ძალიან გაგახაროთ. ასევე, ამ დღეს ყველაფერი დაგეგმილი შესრულდება მეგობრებისა და ახლობლების დახმარების წყალობით. ბიზნესში დიდი შესაძლებლობა გექნებათ, რომ თქვენი ქონება მომგებიანი გარიგებით გაზარდოთ. შაბათ-კვირას კარგი დასვენება და საინტერესო ურთიერთობები გელოდებათ.
სასიკეთო დღეები: 9, 13.
არასასიკეთო დღე: 11.
თამთა გურული
კომენტარები