მიგრაცია

მექსიკიდან ამერიკაში არალეგალური გზებით გადასვლა რთულდება – ტრამპის ადმინისტრაციის კანონი ძალაში რჩება

მექსიკიდან ამერიკაში არალეგალური გზებით გადასვლა რთულდება – ამერიკის უმაღლესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული კანონი ძალაში დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეერთებული შტატების სასაზღვრო პოლიციას მექსიკის საზღვრიდან არალეგალი მიგრანტების მყისიერი დეპორტაციის უფლებამოსილება რჩება. 

ბოლო ორი წლის განმავლობაში ამგვარი ფორმით დეპორტაციას 2.5 მლნ ადამიანი დაექვემდებარა. ბაიდენის ადმინისტრაცია საიმიგრაციო კანონების გადახედვას აანონსებს, თუმცა მექსიკასთან მოსაზღვრე შტატებში რესპუბლიკელები საიმიგრაციო კანონების კიდევ უფრო გამკაცრებას ითხოვენ.

მექსიკის საზღვრის გავლით ამერიკაში არალეგალურად  საქართველოს  ათასობით მოქალაქეც შევიდა.

mtavari.tv

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close