კრიმინალი

ნეაპოლში 31 წლის ქართველი დააკავეს – მანამდე ის პოლიციელს თავს დაესხა

იტალიაში, ნეაპოლში 31 წლის ქართველი დააკავეს.

ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ქართველმა კაცმა ორი ტელეფონი მოიპარა, რის გამოც მეპატრონესთან კონფლიქტი ჰქონდა. ადგილზე პოლიციის მისვლისთანავე ქართველი გაიქცა და ერთ-ერთ სახლში დაიმალა.

სამართალდამცველები გაქცეულს დაედევნენ და მისი დაკავება ცადეს, რა დროსაც საქართველოს მოქალაქე პოლიციელს თავს დაესხა.

სამართალდამცველებმა 31 წლის ქართველი ქურდობისა და პირისთვის ფიზიკური დაზიანების მიყენებისთვის დააკავეს.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close