პოლიტიკაიტალიასაქართველო

იტალიამ და საქართველომ გამოუშვეს 2 საფოსტო მარკა დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით

იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღსანიშნავად დაიბეჭდა და მიმოქცევაში გამოვიდა ორი საიუბილეო საფოსტო მარკა.

იტალიის საწარმოებისა და იტალიური პროდუქციის სამინისტროს მიერ მომზადებულ მარკაზე, ისევე როგორც საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებულ მარკაზე გამოსახულია იტალიელი ბერის, კრისტოფორო კასტელის მიერ დახატული ბიჭვინთის ტაძარი.

იტალიის სახელმწიფო ზარაფხანისა და პოლიგრაფიული ინსტიტუტის მიერ 350 010 ტირაჟით დაბეჭდილი საფოსტო მარკის და საქართველოს ფოსტის მიერ 20 000 ტირაჟით გამოშვებული საფოსტო მარკის პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა 27 დეკემბერს.  ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო და საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, რომლებსაც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ უმასპინძლა.

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის Facebook-იდან

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close