მუსიკალური შოუ „ვოისის“ ბრმა კასტინგზე სენსაცია მოხდა – ტრიო „ალეგროს“ ნამღერმა პირველივე ფრაზაზე მწვრთნელი, მაესტრო დათო ევგენიძე შემოტრიალდა. მას მალევე შეუერთდნენ სხვა მწვრთნელებიც.
ტრიომ იტალიურ ენაზე შესანიშნავად შეასრულა პოპულარული სიმღერა „Per Te“ და ჟიურისთან ერთად მაყურებელიც მოხიბლა.
ჯგუფი„ალეგრო“ 2015 წელს იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულმა მუსიკოსმა, პაატა სვანიძემ თავის მეგობრებთან ერთად დააარსა.
პაატა სვანიძე წლების მანძილზე ცხოვრობდა იტალიაში, მღეროდა საოპერო თეატრებში.
„ალეგრო“-ს მუსიკალური მიმართულება განსხვავებულია, რეპერტუარი შედგება განსხვავებულად არანჟირებული ქართული და იტალიური მუსიკალური კომპოზიციებით.
კომენტარები