ქართველები უცხოეთშისპორტი

MAESTRO KHVICHA – უეფა ხვიჩა კვარაცხელიაზე ინსტაგრამში პოსტს აქვეყნებს (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის ინსტაგრამის ოფიციალურმა გვერდმა „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიაზე კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა – ვიდეო, რომელშიც ქართველი ფეხბურთელის შთამბეჭდავი ფინტები, საგოლე გადაცემები და გოლებია თავმოყრილი. ვიდეო ძალიან სასიამოვნო საყურებელია და კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რატომ აღაფრთოვანებს გულშემატკივარს მისი თამაში და რატომ მიაჩნიათ სპეციალისტებს კვარა განსაკუთრებულ ფენომენად თანამედროვე ფეხბურთში.

„მაესტრო ხვიჩა“ – ასეა დასათაურებული ვიდეო. 7 საათის წინ გამოქვეყნებულ პოსტს ამ დროისთვის 528 500-ზე მეტი მოწონება და 1800-მდე კომენტარი აქვს, ძირითადად, დადებითი. მაგ., ერთ-ერთი გამომწერი,  წერს, რომ კვარაცხელია ბრაზილიელი რომ იყოს, მისი ახლანდელი ფასი 100 მლნ იქნებოდაო; მეორის აზრით, იგი მადრიდის რეალის მომავალი ლეგენდაა; ერთ-ერთი გამომწერი კი ამხელს, რომ ხვიჩას სახელი მისი ვაიფაის პაროლია.

ჩემპიონთა ლიგის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდს 101 მილიონამდე გამომწერი ჰყავს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close