მსოფლიოსაზოგადოება
რომის პაპმა ხელი მოაწერა გადადგომის შესახებ განცხადებას – რა შემთხვევაში ამოქმედდება ის
რომის პაპმა ხელი მოაწერა გადადგომის შესახებ განცხადებას, რომელიც ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ მას ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ მისცემს თავისი მოვალეობის შესრულების საშუალებას – პაპმა წერილი კარდინალ ტარჩიზო ბერტონეს გადასცა.
„ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, ჩემი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება მზადაა“, – ციტირებს გამოცემა “vaticannews“.
რომის პაპმა, რომელსაც 17 დეკემბერს 86 წელი შუსრულდა, 2021 წელს კუჭის ოპერაცია გადაიტანა, მას, ასევე, აწუხებს სახსრები, რის გამოც ეტლითაც სარგებლობდა. ბოლო პერიოდში კი საზოგადოებრივ ადგილებში ხელჯოხით ჩნდება.
mtavari.tv
კომენტარები