ფსიქოლოგიასაზოგადოება

რა ესიზმრებათ ადამიანებს ყველაზე ხშირად? – Google-ის მონაცემები

ზოგ ადამიანს გაღვიძების შემდეგ არც კი ახსოვს, რა დაესიზმრა. ზოგისთვის კი სიზმრისეული სიუჟეტები იმდენად ცხადი და მრავალფეროვანია, რომ გამუდმებით ცდილობენ მათ ახსნას. მიმდინარე წლის დასაწყისში Mornings.co.uk-ის გუნდმა Google-ის საძიებო მონაცემების ანალიზი ჩაატარა, რათა გაერკვიათ, ყველაზე ხშირად რა ესიზმრებოდათ სხვადასხვა ქვეყანაში.

საგულისხმოა, რომ ანალიზმა რამდენიმე საინტერესო მიმართულება გამოკვეთა სიზმრების შესახებ. როგორც აღმოჩნდა, გლობალურად ყველაზე ხშირად გველები ესიზმრებათ. მაგალითად, ბრაზილიაში ამ ქვეწარმავლებთან დაკავშირებული სიზმრების შესახებ ინფორმაციას ყოველთვიურად 352 000-ჯერ ეძებენ, თურქეთში კი – 214 000-ჯერ.

ცხადია, იმ რეგიონებში, სადაც შხამიანი გველები გვხვდება, ისინი ძიების სათავეში არიან, თუმცა გამონაკლისი არც სხვა ქვეყნებია. ამავდროულად, დიდ ბრიტანეთში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპის დასავლეთ ნაწილში Google-ის საძიებო სისტემაში ყველაზე ხშირად კბილების ჩამოცვენის სიზმრებს ეძებდნენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში კბილების დაკარგვის სიზმრები თვეში 81 000-ჯერ იძებნება. ასევე, აშშ-ში საკმაოდ გავრცელებულია სიზმრები არდადეგებზე, დათვებსა და ობობებზე.

„გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ისინი, ვისაც კბილების დაკარგვა ესიზმრებათ, ბევრად შეშფოთებულები და დეპრესიულები არიან, ასევე, ნაკლებად კმაყოფილები არიან თავიანთი ცხოვრებით და გრძნობენ, რომ ნაკლები კონტროლი აქვთ საკუთარ აწმყოზე“, – წერს მკვლევართა ჯგუფი Psychological Reports-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close