ჯანმრთელობარჩევები

როგორ დავამარცხოთ გრიპის ვირუსი მარტივად – გიორგი ღოღობერიძის რჩევები (ვიდეო)

საქართველოში ბოლო დღეებში გრიპის აფეთქებაა, ლამის ყოველ მეორე ადამიანს მაღალი სიცხე აქვს და ვირუსის სხვა სიმპტომები აწუხებს. სპეციალისტების თქმით, 4 ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს (და არა მარტო საქართველოში – გრიპის ვირუსის ფართო გავრცელებაზე, მაგ., იტალიაშიც საუბრობენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და ადამიანებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ).

გრიპი – ვირუსით გამოწვეული ზედა სასუნთქი გზების ინფექციაა. გრიპის ვირუსით ინფიცირება ზრდის სხვა ინფექციების განვითარების რისკს, მაგალითად, როგორიცაა ვირუსული ან ბაქტერიული პნევმონია (ფილტვების ანთება), რომელიც ფილტვებს აზიანებს და მისი გართულება შესაძლოა სიცოცხლისთვის სახიფათოც კი აღმოჩნდეს.

როგორ ვრცელდება გრიპი?

გრიპის გავრცელება იოლად ხდება ჰაერწვეთოვანი გზით – დაცემინების, დახველების ან უშუალო კონტაქტის დროს. ასევე, ხშირი გავრცელების გზაა, როდესაც ხელით ვეხებით ზედაპირს, სადაც ინფიცირებული ადამიანის ხველის ან დაცემინების შედეგად გამოყოფილი უმცირესი ნაწილაკებია, შემდგომ ამ ხელით ვეხებით ჩვენსავე თვალს, პირს ან ცხვირს.

ინფიცირებული ადამიანი შესაძლოა გადამდები იყოს დაავადების გამოვლენამდეც კი. მოზრდილები გადამდები არიან დაავადების გამოვლენიდან 1 დღით ადრე და გამოვლენიდან 5 დღის განმავლობაში. ბავშვები გადამდები არიან უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში – 10 დღემდე.

როგორ დავამარცხოთ ვირუსი მარტივად – მოუსმინეთ გიორგი ღოღობერიძის რჩევებს.

ამავე თემაზე: გრიპის და გაციების მკურნალობის 4 ეფექტიანი მეთოდი

გრიპის და გაციების მკურნალობის 4 ეფექტიანი მეთოდი

თუ ცხვირი „გაიჭედა“ – საუკეთესო საშუალება სურდოს წინააღმდეგ

თუ ცხვირი „გაიჭედა“ – საუკეთესო საშუალება სურდოს წინააღმდეგ

ვირუსები რომ ვერ მოგვერიოს: სამკურნალო ბალზამები და ნაყენები

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close