fbpx
ვიდეომსოფლიოსაზოგადოება

დრეზდენში გიგანტური საშობაო ქიშმიშიანი ნამცხვარი გამოაცხვეს – საიდან იღებს სათავეს ტრადიცია (ვიდეო)

გერმანიაში კოვიდშეზღუდვების შემდეგ საშობაო შტოლენის ტრადიციული ფესტივალი დაბრუნდა. შტრიცელმარკტის (Striezelmarkt) საშობაო ბაზრობაზე ისტორიულ ფორმებში გამოწყობილი ადგილობრივი მცხობლები გამოჩნდნენ და საზეიმო პროცესიაში მიიღეს მონაწილეობა უზარმაზარი სადღესასწაულო შტოლენის დაჭრის წინ.

გიგანტური ქიშმიშიანი ნამცხვრის – შტოლენის გამოცხობა ქალაქ დრეზდენის საშობაო დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. მას სპეციალურად დამზადებული დანით ჭრიან და მსურველებს სთავაზობენ, ნამცხვრის გაყიდვიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცემათ, რომლებიც ბავშვებს ეხმარებიან. დრეზდენში თოვლიც მოვიდა, რამაც წინასაშობაო განწყობას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი  შტრიხი შემატა.

წინასაშობაო შტოლენის გამოცხობის ტრადიციას სწორედ დრეზდენში ჩაეყარა საფუძველი 500 წლის წინათ, თუმცა ერთი პერიოდი მივიწყებული იყო. ის 1994 წლიდან აღდგა, აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის ისევ გაერთიანების შემდეგ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close