მიგრაციაპოლიტიკა

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 88 მოქალაქეს გრანტი გადაეცემა – მიგრანტების სია, რომლებიც სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებენ

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 88 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტი გადაეცემა.

დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 88 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტი გადაეცემა.

დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს და მის მიზანს რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს. პროგრამის მონაწილეები საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ტექნიკასა და ინვენტარს თავადვე არჩევენ.

მნიშვნელოვანია, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათ გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო და აღარ მოუწიოთ ქვეყნის დატოვება. საშემოსავლო პროექტების დაფინანსების მსურველთა განაცხადების მიღებას სააგენტო წელიწადში ორჯერ აცხადებს.

სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს.

დაბრუნებული მიგრანტების სია, რომლებსაც გრანტი გადაეცემათ შეგიძლიათ ნახოთ აქ:  https://idp.gov.ge/statement-109/

საგრანტო პროგრამა ჯანდაცვის სამინისტრომ 2020 წელს დაიწყო. მიგრანტების დახმარების სახელმწიფო პროგრამა სხვა ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები ქართველი მიგრანტებს დახმარებას ითვალისწინებს, მაქსიმუმ 4 000 ლარიანი გრანტით და ეს შესაძლებელია იყოს ტექნიკა, დასამუშავებელი მიწა და ა.შ.

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 185 მოქალაქეს გრანტი გადაეცემა – თანხა 4 000 ლარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close