მედიცინა

FDA-მ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მედიკამენტი დაამტკიცა – ერთი დოზა 3.5 მილიონი აშშ დოლარი ეღირება

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ახალი პრეპარატი, სახელწოდებით Hemgenix-ი დაამტკიცა, რომელიც B ჰემოფილიით (სისხლის შედედების დარღვევა) დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ არის განკუთვნილი.

ვინაიდან ჯანმრთელობის მსგავსი დარღვევა საკმაოდ იშვიათია, მოსალოდნელია, რომ მას მსოფლიოში პაციენტთა მცირე ჯგუფი გამოიყენებს, თუმცა მედიკამენტის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება, მისმა ფასმა განაპირობა. როგორც ცნობილია, ეს დღემდე შექმნილი ყველაზე ძვირად ღირებული პრეპარატია.

ვიდრე მედიკამენტის ფასს განვიხილავდეთ გეტყვით, რომ B ჰემოფილია არის დარღვევა, როდესაც ადამიანის ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ფაქტორი IX-ის სახელწოდებით ცნობილი ცილის საკმარის დონეს, რომელიც ტრავმის შემთხვევაში, ოპერაციის ან სხვა სამედიცინო პროცედურების დროს სისხლდენის შესაჩერებლად არის საჭირო.

პენსილვანიაში დაფუძნებული ფარმაცევტული კომპანია CSL Behring-ის მიერ შექმნილი მედიკამენტი Hemgenix-ი ერთჯერადი გენური თერაპიაა, რომელიც ზემოხსენებული ცილის წარმომქმნელი გენის ასლს ორგანიზმში უშვებს. ის პაციენტის ღვიძლში აღწევს და ორგანიზმში სისხლის შედედების ფუნქციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

რაც შეეხება Hemgenix-ის ფასს, როგორც ცნობილია, პრეპარატის ერთი დოზა 3.5 მილიონი აშშ დოლარი ეღირება, თუმცა აღნიშნული თანხა გაცილებით ცოტაა აქამდე არსებულ მკურნალობის მეთოდთან შედარებით, რომლის გამოყენებაც პაციენტებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში უწევთ და ეს პროცედურები, საერთო ჯამში, საშუალოდ 21-დან 23 მილიონ აშშ დოლარამდე ჯდება.

forbes.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close