კრიმინალისაქართველო

შემზარავი დანაშაული – სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონი სასტიკად სცემეს და გააუპატიურეს

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, სავარაუდოდ, ყაჩაღობის მიზნით რამდენიმე პირი შეიჭრა. მოძალადეებს მონასტრის იღუმენიამ და დედებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი, 70 წლის მონაზონი თავდამსხმელმა გააუპატიურა.

დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. დაკავებული ლაშა ტალახაძე და ვასო გამგონაძე საბრალდებო სკამზე უმძიმესი დანაშაულისთვის სხედან.

სასულიერო პირის დაყაჩაღებისა და გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ლაშა ტალახაძის დედა  საკუთარი შვილის უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობს. სავარაუდო მოძალადის ოჯახი გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობა და მომხდარის საკუთარ ვერსიაზე საუბრობს.

27 წლის ლაშა ტალახაძემ საპატიმრო დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. ის სასჯელს ოჯახური ძალადობისთვის იხდიდა. ხაშურში სტუმრად მეგობართან იგი ორი დღის წინ ჩავიდა.

კიდევ ერთი დაკავებული ვასილ გამგონაძეა. ისიც წარსულში ნასამართლევია ყაჩაღობის მუხლით. უკვე წლებია, რაც 39 წლის მამაკაცს საკუთარ ოჯახთან კონტაქტი არ აქვს.

70 წლის მონაზონს სახისა და სხეულის სხვადასხვა დაზიანება აქვს. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში მიიყვანა, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო მისი თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო.

გამოძიება ჯგუფური ყაჩაღობისა და გაუპატიურების უმძიმეს საქმეზე გრძელდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს საპატიმრო დაწესებულებაში დიდი დროის, 13 წლის გატარება მოუწევთ.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close