fbpx
მსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება

ილონ მასკი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რონ დესანტისს დაუჭერს მხარს

ილონ მასკი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დაუჭერს ფლორიდის გუბერნატორს, რესპუბლიკელ რონ დესანტისს (Ronald Dion DeSantis), თუ იგი თავის კანდიდატურას დააყენებს.

მულტიმილიარდერმა მასკმა დადებითად უპასუხა ტვიტერზე დასმულ კითხვას, დაუჭერდა თუ არა მხარს რონ დესანტისს 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში.

იმავე დისკუსიაში ტვიტერზე, რომლის მფლობელიც ცოტა ხნის წინათ გახდა, მასკმა გაიხსენა, რომ ადრე აქტიურად უჭერდა მხარს ობამას და ხმას აძლევდა ბაიდენს, მაგრამ იმედგაცრუებული დარჩა. „2024 წელს პრეზიდენტის პოსტზე, – დაწერა მან, – უპირატესობას მივანიჭებ გონიერ და ცენტრისტ ადამიანს. ვიმედოვნებდი, რომ ასე იქნებოდა ბაიდენის ადმინისტრაციის შემთხვევაშიც, მაგრამ ჯერჯერობით იმედგაცრუებული ვარ“.

ელექტრომობილების, კოსმოსისა და სოციალური მედიის შემდეგ შესაძლოა ილონ მასკმა სხვა ტერიტორიაც დაიპყროს: საქმე ეხება ახალი სმარტფონის შექმნას. ძალზე ცნობილი ამერიკელი პოდკასტერის, ლიზ უილერის საპასუხოდ, რომელიც ამტკიცებდა, რომ თუ Apple-მა და Android-მა გადაწყვიტეს ტვიტერის ამოღება თავიანთი აპებიდან (Application Programming Interface /API), მასკი იძულებული გახდება, საკუთარი სმარტფონი გამოიგონოს, – ტვიტერის ახალმა მფლობელმა დაწერა: „იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა, მაგრამ სხვა არჩევანი თუ არ მექნებოდა, დიახ, ალტერნატიულ ტელეფონს შევქმნიდი“. მეორე მხრივ, უილერი თავის პოსტში აღნიშნავს: „ეს კაცი რაკეტებს აშენებს მარსზე წასასვლელად, რა უნდა იყოს სულელური სმარტფონი მისთვის?“ – და დასძენს, რომ „ამერიკელთა ნახევარი სიხარულით იტყოდა უარს Apple-ისა და Android-ის სნოუპერებზე“.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close