მსოფლიოპოლიტიკაnews

ორი აფეთქება იერუსალიმში – არის მსხვერპლი

ქალაქში გაძლიერებული უსაფრთხოების რეჟიმი გამოაცხადეს

იერუსალიმში დღეს დილით მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადგილობრივი მცხოვრები გარდაიცვალა.

ამის შესახებ იერუსალიმის შაარეი ცედეკის საავადმყოფოში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით,  მეორე დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

წითელი ჯვრის ანალოგიური ადგილობრივი ორგანიზაციის, Magen David Adom-ის ცნობით, იერუსალიმში დღეს მომხდარი აფეთქებების შედეგად სულ 19 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, რამდენიმე ბავშვი.

იერუსალიმის შესასვლელთან დღეს დილით ორი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ისრაელის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია. პირველი აფეთქება ქალაქის დასავლეთ კარიბჭესთან გაისმა, ავტობუსის გაჩერებასთან ახლოს, სადაც იმ დროს ხალხმრავლობა იყო. ქალაქში განახლებული სამხედრო რადიოგანგაშის მდგომარეობა გამოცხადდა იმის შიშით, რომ შესაძლოა ასაფეთქებლად გამზადებული სხვა ბომბებიც იყოს.

მეორე აფეთქება ქალაქის ერთ-ერთ ჩრდილოეთ შესასვლელთან, რამოტის რაიონის სიახლოვეს მოხდა პიკის საათის დროს, როდესაც საგზაო მოძრაობა გადატვირთულია. წინასწარი ინფორმაციით, ამ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close