fbpx
მსოფლიოსპორტი

დიდი სენსაცია და მატჩი, რომელმაც გამარჯვებული გუნდის ყველა ფეხბურთელი მილიონერი გახადა – მსოფლიო ჩემპიონატზე საუდის არაბეთის ნაკრებმა არგენტინა დაამარცხა (ვიდეო)

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინასთან გამარჯვების შემდეგ საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდმა 23 ნოემბერი ქვეყანაში დასვენების დღედ გამოაცხადა და თითოეული ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრი პრემიის სახით 2.5 მილიონი ევროთი დაასაჩუქრა.

ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში 22 ნოემბერს საუდის არაბეთის ნაკრებმა დიდი სენსაცია მოახდინა და ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს, არგენტინის ნაკრებს მოუგო – ლიონელ მესის გუნდი 2:1 დაამარცხა.

ამ „ისტორიული“ წაგების შემდეგ არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ განადგურებულმა დატოვა მოედანი.

მატჩის დასრულების შემდეგ საუდის არაბეთის გულშემატკივრებმა, რომლებიც სტადიონზე მრავლად იყვნენ, არგენტინელ ქომაგებს სიმღერით მიმართეს. „სად არის მესი? რაღაც არ ჩანს“, – სკანდირებდნენ გამარჯვებული გუნდის ფანები.

წაგების შემდეგ ლიონელ მესიმ კომენტარი გააკეთა:  „გამართლება არ გვაქვს, მაგრამ ამ წაგების შემდეგ არგენტინის ნაკრები უფრო ერთიანი ვიქნებით , ვიდრე ოდესმე. ჩვენი გუნდი ძლიერია, რაც ბევრჯერ ვაჩვენეთ. რაც შეეხება ამ წაგების შემდეგ ჯგუფში შექმნილ ვითარებას, მსგავს მდგომარეობაში დიდი ხანია არ ვყოფილვართ. ახლა უნდა ვაჩვენოთ, რომ ნამდვილი გუნდი ვართ“.

არგენტინელებმა ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩი 1990 წელს წააგეს. აღსანიშნავია, რომ მაშინ არგენტინა კამერუნთან დამარცხდა და მაშინაც კამერუნში ტრიუმფის შემდეგ დასვენების დღე გამოაცხადეს.

არგენტინისთვის ეს მარცხი ძალიან დიდი შოკი იყო, საუდის არაბეთისთვის, პირიქით, უდიდესი წარმატება.

წარმოშობით ქართველმა საფეხბურთო აგენტმა თემურ ღურწკაიამ საუდის არაბეთის გუნდის სამწვრთნელო შტაბზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნაკრების ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები საუდის არაბეთის მეფისგან მეფურად დასაჩუქრდებიან – ტითოეული მათგანი 2.5 მილიონ ევროს მიიღებს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close