fbpx
მსოფლიოხელოვნება

ევროვიზიაზე ხმის მიცემის წესი შეიცვალა

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ხმის მიცემის წესები შეიცვალა. კერძოდ, ამიერიდან კონკურსის ნახევარფინალურ ეტაპზე მონაწილეებს პროფესიული ჟიური აღარ შეაფასებს და მხოლოდ მაყურებელი გადაწყვეტს, გადავა თუ არა კონკურსანტი ფინალში.

ამასთან, ქვეყნებს, რომლებიც კონკურსში არ მონაწილეობენ, ასევე ექნებათ ხმის მიცემის უფლება როგორც ნახევარფინალში, ისე ფინალში. მათი ხმები დაჯამდება და იმ ხმებს მიემატება, რომელსაც კონკურსანტები მიიღებენ მონაწილე ქვეყნებისგან.

ევროვიზიის სიმღერის ფესტივალის ორგანიზატორებიის თქმით, „ასე კონკურსის გლობალური გავლენა გაიზრდება“.

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ხმის მიცემის წესის შეცვლის გადაწყვეტილება 2022 წლის კონკურსზე ჟიურის ხმის მიცემის დროს გამოვლენილი დარღვევების გამო მიიღო.

ევროვიზიის პროფესიული ჟიური მომღერლებისა და კომპოზიტორებისგან შედგება. კონკურსის ჟიური 1957 წლიდან არსებობდა. აქამდე მოქმედი სისტემით, ჟიურის ხმები მაყურებელთა მიერ კონკურსანტებისთვის მიცემულ ხმებს ემატებოდა გამარჯვებულის გამოსავლენად.

ევროპის მაუწყებელთა კავშირში განაცხადეს, რომ ეს პრაქტიკა კონკურსის ფინალშიც შენარჩუნდება.

როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, შარშან ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინის წარმომადგენელი გახდა, თუმცა ომის გამო მომავალ წელს კონკურსს უკრაინა ვერ უმასპინძლებს და დიდ ბრიტანეთში, ლივერპულში ჩატარდება. მასში 37 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close