fbpx
მსოფლიოეკონომიკა

ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით წელს ევროპის ქალაქები საახალწლო განათებებით არ მოირთვება

ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით ევროპის ქალაქები, მათ შორის ჰელსინკი, ლისაბონი და ლონდონი ქუჩების საახალწლო განათებებით მორთვაზე უარს ამბობენ. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებამ ევროპის ქვეყნებში რუსეთიდან ენერგომიწოდება შეამცირა. ამ მიზეზით, სახელმწიფოები მოქალაქეებს ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებენ. საახალწლო განათებებზე უარის თქმის მთავარ მიზნად სწორედ ენერგიის მოხმარების შემცირება დასახელდა.

ევროპის სავაჭრო ცენტრებში ღელავენ, რომ ეს ფაქტორები საახალწლო დეკორაციების მოთხოვნაზეც აისახება. არსებული გარემოების შესაბამისად, ისინი ინტერიერის მორთულობაზე განათებების შემცირებას გეგმავენ. ექსპერტების ვარაუდით კი, ენერგოკრიზისი გაყიდვებზე საგრძნობლად იმოქმედებს.

საშობაო განათებებზე უარი თქვეს ლივინიოშიც, ალპების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამთო-სათხილამურო კურორტზე. ამით, ჯამში საახალწლო მორთულობებისთვის გამოყოფილი €50 000 დაიზოგება და აღნიშნული თანხა ხელმოკლე ოჯახების დახმარებას მოხმარდება.

„მძიმე კრიზისის პირობებში ფულის განათებაზე დახარჯვა არაეთიკურად გვეჩვენა“, – ამბობს ლივინიოს მერი რემო გალი.

tabula.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close