მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

პითონის მუცლიდან მეცნიერებმა 1,5-მეტრიანი ალიგატორი ამოიყვანეს (ვიდეო)

ფლორიდელ მეცნიერთა ჯგუფმა ბირმული პითონის მუცლიდან 1,5 მეტრის სიგრძის ხელუხლებელი ნიანგი ამოიყვანა, რომელიც გველს მთლიანად ჰყავდა გადაყლაპული.

როგორც ერთ-ერთი მეცნიერი როსი მური ინსტაგრამზე წერს, გაბერილი მუცლის მქონე მკვდარი პითონისგან სამეცნიერო ნიმუშები შეაგროვეს, რომელთა საფუძველზეც მის კვების რაციონს შეისწავლიან.

მკვლევარი ასევე აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, როგორ ამოიყვანეს 5,4 მეტრის სიგრძის პითონის მუცლიდან ალიგატორი.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Rosie Moore (@rosiekmoore)

პითონი ევერგლეიდსის ეროვნული პარკის თანამშრომლებმა იპოვეს და მოკლეს. ეს ინვაზიური გველები ფლორიდაში ძლიერ არიან მოდებული, ეკოსისტემაში ნამდვილ ქაოსს იწვევენ და ადგილობრივ სახეობებს ანადგურებენ.

„ეს გველები წარმატებით შეიჭრნენ ეკოლოგიურად ისეთ მგრძნობიარე ზონებში, როგორიც არის ევერგლეიდსის ეროვნული პარკი. კვების ვრცელი რაციონის გამო, ისინი დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ველური ბუნებისთვის. ჭამენ ადგილობრივ ველურ ბუნებას და სხვა სახეობებს საკვებში უწევენ კონკურენციას“, — ამბობენ მკვლევრები.

ბირმული პითონი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გველია და სავარაუდოდ, ფლორიდის ველურ ბუნებაში ისინი მას შემდეგ მოხვდნენ, რაც ადამიანებმა სახლიდან ზედმეტად გაზრდილი ინდივიდები გაუშვეს.

ვინაიდან ფლორიდაში ნაკლებია მტაცებელი და მისი სუბტროპიკული კლიმატი ძლიერ ჰგავს ამ გველების მშობლიური სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისას, ბირმულმა პითონები იქ თითქოს მეორე სამშობლო იპოვეს.

გააგრძელე კითხვა აქ: 1tv.ge/news/pitonis-muclidan

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close