კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: კიფისიის მერის მოადგილე „თავაზიანად“ გაძარცვეს – „ბერძნულად კარგად ლაპარაკობდნენ, თუმცა უცხოელები იყვნენ“

საბერძნეთში კიფისიის (ქალაქი საბერძნეთში, ათენის ჩრდილოეთი გარეუბანი) მერის მოადგილე იანის პანტელეაკისი გაძარცვეს. მის  სახლში კაპიუშონიანი 4 მძარცველი შეიჭრა – მათ ოთახში აივნიდან შეაღწიეს კარის შემტვრევის შედეგად.

მძარცველებმა ოჯახის პატრონი, მისი ორი ძმა და ოჯახის დამხმარე ქალი ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტეს, მედიის ინფორმაციით, წყალიც კი შესთავაზეს, რომ დამშვიდებულიყვნენ და სეიფის ძებნა დაიწყეს.

„მოძრაობის საშუალება შემიზღუდეს და მითხრეს, გამეკეთებინა, რასაც მეტყოდნენ“, – განაცხადა ინციდენტის შემდეგ ვიცე-მერმა protothema.gr-სთან საუბარში. მისი თქმით, ოჯახის წევრების უსაფრთხოებისთვის იძულებული იყო სიმშვიდე შეენარჩუნებინა და მძარცველებთან ეთანამშრომლა.

მძევლებმა ოთახში ჩაკეტილებმა ერთ საათზე მეტი გაატარეს, სანამ 4 მძარცველი სახლში დაძრწოდა და სეიფს ეძებდა.

„ბერძნულად ძალიან კარგად ლაპარაკობდნენ, თუმცა ვფიქრობ, წარმოშობით უცხოელები იყვნენ…“ – თქვა ბატონმა პანტელეაკისმა.

მძარცველებმა თვითონ იპოვეს სეიფი, რომელიც მერის მოადგილის თქმით, მისმა ძმამ გახსნა და ბოროტმოქმედებმა 200 ათასი ევროს ძვირფასეულობა წაიღეს, ნაღდი ფული – არა.

იანის პანტელეაკისმა განაცხადა, რომ თვითონაც წესრიგშია და მოხარულია, რომ ძარცვსას სახლში მყოფი მისი ახლობლები არ დაზარალებულან. მან გამოთქვა წუხილი, რომ კიფისიის ქუჩებში პოლიცია არ პატრულირებს.

„რამდენჯერმე შევხვდით საბერძნეთის პოლიციის და მოქალაქეთა დაცვის სამინისტროს მაღალი რანგის ჩინოვნიკებს ამ საკითხზე, მაგრამ საპოლიციო ძალები იმდენი არ არის, რომ ასეთი ინციდენტები ავიცილოთ თავიდან, რაც მე გასულ ორშაბათს საღამოს გადავიტანე“, – განაცხადა კიფისიის მერის მოადგილემ.

მიმდინარეობს გამოძიება.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close