მიგრაცია

წელს ევროკავშირში არალეგალური მიგრაცია 73%-ით გაიზარდა

ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო Frontex-მა იანვრიდან მოყოლებული დააფიქსირა ევროპაში 275 ათასზე მეტი არალეგალური შესვლა, რაც 73%-ით მეტია 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით.

Frontex-ის თანახმად, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2016 წლის შემდეგ.

ყველაზე ხშირად მიგრანტები არალეგალურად შედიან ევროპის კავშირში დასავლეთ ბალკანეთის გავლით. Frontex-ის მონაცემებით, 2022 წელს ეს მარშრუტი გამოიყენა 128 ათასზე მეტმა მიგრანტმა, ძირითადად, ბურუნდიდან, ავღანეთიდან და ერაყიდან. ზოგი მათგანი თვითმფრინავით ჩადის სერბეთში, რომელიც არ შედის ევროპის კავშირში და იქ რჩება. მოგვიანებით ისინი ევროზონის საზღვრებისკენ მიემართებიან.

მიგრანტები ასევე ცდილობენ ხმელთაშუა ზღვის გზით იტალიაში მოხვედრას და ამგვარად შესვლას ევროკავშირში. ამ მიმართულებაზე საზღვრის გადაკვეთის შემთხვევებმა Frontex-ის ინფორმციით 2022 წლის ათი თვის განმავლობაში 79 ათასს გადააჭარბა.

ამასთან, არალეგალური მიგრაციის ინტენსივობა შესუსტდა ესპანეთის გავლით და სახმელეთო გზით – უკრაინისა და ბელარუსის გავლით. ევროკავშირის წევრებმა – პოლონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ – ბელარუსთან საზღვრებზე კედელი ააშენეს არალეგალური მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close