მოგზაურობაეკონომიკაიტალია

მომავალი წლის იანვრიდან ვენეციის დათვალიერება ფასიანი ხდება

ვენეციის დათვალიერება მომავალი წლიდან ფასიანი ხდება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ტურისტი, რომელიც ვენეციაში ღამის გათევას არ აპირებს, ონლაინ უნდა დარეგისტრირდეს და გადაიხადოს გადასახადი 3-დან 10,50 დოლარამდე დღეში.  თანხა დამოკიდებულია სეზონზე და ქალაქში მყოფ ვიზიტორთა რაოდენობაზე. მას, ვინც ახალ წესებს დაარღვევს, 300 დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება. ამ გადასახადისგან გათავისუფლდებიან ტურისტები, რომლებიც სასტუმროში, ჰოსტელში ან სხვაგან გაჩერდებიან ღამის გასათევად, ბავშვები 6 წლამდე, შშმ პირები და ვენეციაში უძრავი ქონების მფლობელი ვიზიტორები.

ქალაქის ხელისუფლება ვენეციის დასათვალიერებლად გადასახადის დაწესებას 2023 წლის იანვრიდან გეგმავს.

იტალიის ამ გამორჩეულ ქალაქს ყოველდღიურად 30-40 ათასი ადამიანი სტუმრობს, ტურისტულად ცხელ სეზონზე სტუმართა რაოდენობა ქალაქის მცხოვრებთა რიცხვსაც კი აჭარბებს, თუმცა მათი 80% ვენეციაში მხოლოდ ერთი დღით ჩადის.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close