ოკეანის ფსკერზე უცნაური არსებები აღმოაჩინეს!
ეს ამბავი მკვლევრებისთვის ახდენილ ოცნებას ჰგავს… ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროდან 2500 კილომეტრის მოშორებით მდებარე ორი ახალი საზღვაო პარკის გამოკვლევა დაუჯერებელ შედეგებს გვთავაზობს. მეცნიერებმა აქ უამრავ და უცნაურ თევზის სახეობას მიაგნეს – ისინი ფრთოსან თევზებზე, ბრმა გველთევზებზე, ზღვის ღამურებზე, ობობა-თევზებსა და განდეგილ კიბორჩხალაზე გვესაუბრებიან. მეტიც, მათ სურათებსაც გვიზიარებენ, რომელთა ნახვას ქვემოთ შეძლებთ.
„ვიცით, რომ ეს რეგიონი მასიური წყალქვეშა მთებით არის დაფარული, რომლებიც დინოზავრის ეპოქაში ჩამოყალიბდა და რომ იგი წყნარ ოკეანესა და ინდოეთის ოკეანეებს შორის კრიტიკულ წერტილში არსებობს. ნამდვილად აღფრთოვანებული ვართ ახალი სახეობების აღმოჩენის პერსპექტივით. შესაძლოა, ეს სიცოცხლის ხის ახალი ტოტებიც კი იყოს, რომლებიც აქამდე ტალღების ქვეშ, შეუსწავლელ რეგიონში არსებობდა“, — ამბობს ტიმ ო’ჰარა, მეცნიერი.
ახალი საზღვაო პარკის ტერიტორიებისკენ მიმავალ გზაზე, ქოქოსისა და საშობაო კუნძულების გარშემო, მკვლევრებმა ფრთოსანი თევზების ჯგუფი დააფიქსირეს. სავარაუდოდ კი, იგი 6 ახალ სახეობას უნდა მოიცავდეს…
ხოლო სონარის გამოყენებით მეცნიერებმა 130 000-კილომეტრიანი მოგზაურობის დროს 35 დღე ზღვის ფსკერის რუკის შედგენას დაუთმეს. მათ უძველესი წყალქვეშა მთები, ვულკანური კონუსები, კანიონები და ქედები აღმოაჩინეს. ჩამქრალი ვულკანები კი სადღაც 140-50 მილიონი წლის წინ უნდა ჩამოყალიბებულიყო… მეტიც, დაადგინეს, რომ ქოქოსის კუნძულები მასიური წყალქვეშა მთების ორი ტყუპი მწვერვალია, რომელიც ზღვის ფსკერიდან თითქმის 5000 მეტრით მაღლა დგას. აქვე, ზღვის დონიდან 350 მეტრზე მესამე ჩაძირული მწვერვალიც აღმოაჩინეს.
ეკიპაჟის თქმით, მათ ამდენი საგანძურის აღმოჩენა მას შემდეგ შეძლეს, რაც საცხოვრებლების ნიმუშები ბადეების დახმარებით 60-5500 მეტრის სიღრმიდან ამოიღეს. ო’ჰარას შეფასებით კი, ამ სახეობათა მესამედი სრულიად ახალი შეიძლება იყოს. მაგალითად, პოტენციურად ახალი ტიპის ბრმა გველთევზა პრიალა და გამჭვირვალე კანით.
გაგრძელე კითხვა აქ: https://www.marketer.ge/a-host-of-bizarre-creatures/
კომენტარები