![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2022/11/იტალიის-მთავრობა.jpg)
იტალიის მთავრობა უკრაინისთვის შეიარაღების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემას მოიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იტალიის სამთავრობო კოალიციის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამთავრობო კოალიციის ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ რომი მზად არის, მიაწოდოს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სხვადასხვა სისტემა, მათ შორის Stinger-ის რაკეტები.
იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან და პირობა დადო, რომ იტალია მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება.
imedinews.ge
კომენტარები