მსოფლიოსაზოგადოება

ჩეხეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დაქორწინდა უკრაინელ ლტოლვილ ქალზე, რომელიც სახლში შეიფარა

ჩეხური გამოცემა Blesk-ის ინფორმაციით, ჩეხეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, 43 წლის ირჟი ოვჩაჩეკი იმ უკრაინელ ქალზე დაქორწინდა, რომელიც ლტოლვილთა დახმარების ფარგლებში, მცირეწლოვან შვილთან ერთად სახლში შეიფარა. 

წყვილმა ერთმანეთი გაზაფხულზე გაიცნო, როცა ქალი უკრაინიდან ჩეხეთში ჩავიდა.

საქორწილო ცერემონია ტაძარში პარასკევს, 4 ნოემბერს, მხოლოდ უახლოესი ნათესავებისა და მეგობრების გარემოცვაში გაიმართა. წყვილი თაფლობის თვეს ჩეხეთში ატარებს.

ოვჩაჩეკი ჩეხეთის პრეზიდენტის, მილოშ ზემანის პრესმდივანი 2013 წლიდანაა.

შეგახსენებთ, რომ  გაეროს მონაცემებით, ევროპაში უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობამ 4,4 მილიონს გადააჭარბა.

უკრაინელ დევნილებს, რომლებმაც თავშესაფარი მიიღეს ევროკავშირში და უკვე დაბრუნდნენ სამშობლოში, შეუძლიათ ზამთრის ნორმალურ პირობებში გასატარებლად ევროპაში ისევ ჩავიდნენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close