სპორტი

„ნაპოლიმ“ კონკურენტი „ატალანტა“ დაამარცხა და რვა ქულით გადაასწრო – კვარაცხელიას არ უთამაშია ტრავმის გამო

ტრავმის გამო, ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა „ნაპოლის“ სერია A-ს მე-13 ტურის მატჩში, რომელიც ნეაპოლელებმა ბერგამოში „ატალანტასთან“ გამართეს და კონკურენტი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.

ლუჩანო სპალეტის გუნდისთვის თამაში სასურველი სცენარით არ დაიწყო. „ატალანტამ“ მე-19 წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც ნიგერიელმა თავდამსხმელმა ლუქმანმა შეასრულა და ანგარიში გახსნა.

ნაპოლიმ“ თამაში სწრაფად გამოასწორა და 16 წუთში დაწინაურება შეძლო. ამაში გადამწყვეტი როლი ასევე ნიგერიელმა თავდამსმხელმავიკტორ ოსიმენმა ითამაშა. მან 23-ე წუთზე ფლანგური გადაცემა ზუსტი თავური დარტყმით დააგვირგვინა, 35-ე წუთზე კი საჯარიმოში შეტევა კვარაცხელიას შემცვლელ ელიფ ელმასს გაუგრძელა და ჩრდილოეთ მაკედონიელმა შემტევმა სტუმრები დააწინაურა.

მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა, „ნაპოლიმ“ 2:1 მოიგო – 13 ტურის შემდეგ 35 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა და კონკურენტ „ატალანტასთან“ (27) სხვაობა რვა ქულამდე გაზარდა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close