ვიდეოქართველები უცხოეთში

გენი და ჯიში რომ არ იკარგება თუნდაც 400 წლის შემდეგ, ამაში პატარა ქართველი ფერიდნელი გოგონა ქიმია იოსელიანი დაგარწმუნებთ, რომელიც სამშობლოს სიყვარულზე საუბრობს (ვიდეო)

ირანში დღეისათვის დაახლოებით 50 000 ქართველი ცხოვრობს – მათმა უმეტესობამ 4 საუკუნის შემდეგაც შეინარჩუნა ენა, მშობლიური მიწისა და სამშობლოს სიყვარული

საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველთა ერთ-ერთი უდიდესი ჯგუფი ოთხი საუკუნის განმავლობაში ბინადრობს ირანში, ფერეიდნის პროვინციაში, ქალაქ ისპაანიდან დაახლოებით 100 კმ-ის დაშორებით.

ჯერ შაჰ-თამაზმა ოთხჯერ ილაშქრა საქართველოში, მარტო ერთი ლაშქრობისას 30 000 ქართველი ტყვედ წაიყვანა. ისტორიული ცნობით, 1616 წელს შაჰმა მხოლოდ კახეთიდან 130 000 ადამიანი, ხოლო შემდეგ ქართლიდანაც ბევრი ტყვე გაიყვანა სპარსეთში.

ფერეიდნელმა ქართველებმა საუკუნეების განმავლობაში ისლამური საზოგადოების გარემოცვის მიუხედავად ქართველობა შეინარჩუნეს.

გენი და ჯიში რომ არ იკარგება თუნდაც 400 წლის შემდეგ, ამაში პატარა ქართველი ფერიდნელი გოგონა ქიმია იოსელიანი დაგარწმუნებთ, რომელიც სამშობლოს სიყვარულზე საუბრობს.

ფერეიდანში ამბობენ: „ვინაც რო ციცისკიბეს (ცისარტყელას) ქვეშ გაივლის, ის სამშობლოში დაბრუნდებაო…“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close