რას არ გაიგებ/ფაქტები

თვითმფრინავის მგზავრებმა ამერიკელი ქალი 10 000 მეტრის სიმაღლეზე ამშობიარეს

ამერიკელ ქალს, რომელიც თვითმფრინავით დომინიკის რესპუბლიკაში მიემგზავრებოდა, მოულოდნელად მშობიარობა დაეწყო. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

21 წლის კენდრია როდენი ორსულობის 32-ე კვირაში იმყოფებოდა და ვარაუდობდა, რომ უახლოეს პერიოდში იმშობიარებდა.

ქალი სამოგზაუროდ ოჯახთან ერთად მიემგზავრებოდა. თვითმფრინავის აფრენიდან 34 წუთის შემდეგ კენდრიამ წყლები დაღვარა და ტკივილები დაეწყო. ქალის დამ მაშინვე ეკიპაჟის წევრებს დაუძახა, მათ კი მგზავრებს შორის სამედიცინო განათლების ან სპეციალური უნარების მცოდნე პირების მოძიება დაიწყეს.

საბოლოოდ, კენდრიას მშობიარობაში 4 მგზავრი დაეხმარა. ქალმა 20 წუთში იმშობიარა, ახალშობილს კი სკაილენი დაარქვეს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close