მსოფლიო

ევროპის კონტინენტზე უკიდურესად ცივი ზამთარია მოსალოდნელი – მეტეოროლოგების პროგნოზი

მეტეოროლოგების პროგნოზის მიხედვით, წელს ევროპის კონტინენტზე უკიდურესად ცივი, მშრალი ზამთარია მოსალოდნელი.

ამის მიზეზი კი კლიმატური ფენომენი „ლა ნინიაა“, რომელიც  ცივი სეზონური ზედაპირული დინებაა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში

„მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურა მთელ მსოფლიოში იმატებს, ციმბირის ცივი ჰაერი გადავა ევროპაში და ტემპერატურა დაეცემა – ეს არის რისკი, რომელიც განსაკუთრებით ზამთრის დასაწყისში გვემუქრება“, – ამბობს კარლო ბუენოკოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის დირექტორი.

მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ დათბობასთან ერთად ტემპერატურა მთელ მსოფლიოში იზრდება, „ლა ნინიას“ გავლენა სხვადასხვა კონტინენტზე სხვადასხვანაირად იგრძნობა. ავსტრალიაში – უხვი ნალექია მოსალოდნელი, ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილებში – გვალვა. ხოლო ევროპისთვის – „ლა ნინიას“ გავლენა შეიძლება ნიშნავდეს უკიდურესად ცივ ამინდს.

„ვაპირებთ დავინახოთ ეს უკიდურესობები, რომლებიც წლებთან ერთად კიდევ უფრო გაუარესდება. უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვლება“, – ამბობს დეივ თროუპი, გაერთიანებული სამეფოს ამინდის ექსპერტი.

ეს ხდება იმ დროს, როდესაც  ევროპაში გაზის დეფიციტია და ქვეყნების ლიდერები მოსახლეობას ენერგიის ეკონომიური მოხმარებისკენ მოუწოდებენ.

ამ ყველაფერს პროდუქტებზე ფასების ზრდაც ემატება. ფინჯანი ჩაის დამზადების ღირებულება უკვე სამჯერ გაიზარდა.

„ომი გადავიტანეთ, თუმცა ბრძოლა კვლავ გრძელდება. ვფიქრობ, მომდევნო 6, 8 ან შეიძლება 9 თვე კიდევ უფრო რთული იქნება“, – ამბობს ეილინ ოკიფი.

ამინდის პროგნოზირება ძნელია – მაგრამ ადრეული მონაცემები უკიდურესად ცივი ზამთრის  მოახლოებას გვაუწყებს.

euronewsgeorgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close