მიგრაციაქართველები უცხოეთში

„არ ვიცი, რატომ „აბოლებენ“ აქედან ადამიანებს, რომ ამერიკაში ფული ციდან ცვივა“ – აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ზაზა ბანძელაძე

ზაზა ბანძელაძე ჯგუფ „სეიშენის“ წევრია. იგი წლებია, აშშ-ში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. რამდენიმე თვის წინ იგი საქართველოში ჩამოვიდა, სადაც 8 წელია არ ყოფილა და შვილებთან მისი შეხვედრის კადრებმა მთელი სოციალური ქსელი მოიცვა.

ზაზას fortuna.ge აშშ-ში დაუკავშირდა და მისგან ემიგრანტების მძიმე ამბები მოისმინა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან (ავტორი: ნინო მურღულია)

„არ ვიცი, რატომ „აბოლებენ“ აქედან ადამიანებს, რომ ამერიკაში ფული „ციდან ცვივა“. ეს სახელმწიფო გთავაზობს ერთი ხელით კარგს, მეორით – ცუდს და არჩევანს თავად აკეთებ. მექსიკიდან რომ მოდიან, ვეღარ ხედავენ ისეთ სიმარტივეს, როგორსაც აქ მყოფები უხატავენ. საშინელება ხდება ახლა – ხდებიან წამალზე დამოკიდებულები და ვინ სად იპარება, ვერ გაიგებ, ზოგი სეირნობისას კვდება, ზოგი მანქანაში და ზოგიც ვიღაცის ოთახში. ყველა კატეგორიის ადამიანი შემოდის მექსიკიდან – წამალს აყოლილები, მაგრამ ამერიკა ამას არ გაპატიებს…

საკმაოდ მძიმე ვითარებას აღწერ…

ბოლო ექვსი თვეა, ისეთი უმძიმესი სიტუაციაა, რომ ყოველ თვეში აქედან რამდენიმე ქართველს ასვენებენ – აშშ-ს სჭირდება მხოლოდ მშრომელი, მოაზროვნე ადამიანი. მე ასე ვხედავ, ყოველ შემთხვევაში… ძალიან მაგარი სიტუაცია იყო, სანამ მექსიკიდან ამდენი ხალხის შემოსვლა დაიწყებოდა. ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს შეხება და სულ მეხვეწებოდნენ, იქნებ მუშახელი გვიშოვოო. ახლა პირიქით ხდება, ხალხი მირეკავს, სადმე იქნებ დაგვასაქმოო. რთულია ქირით ბინის აღებაც. საქართველოდან უკან რომ დავბრუნდი, სახლში დამხვდა ჩემი ძმა და მისი რამდენიმე მეგობარი, ექვსი კაცი, რომ ვერ იშოვეს ვერაფერი, ჩემთან ცხოვრობდნენ. გარკვეული პერიოდი ჩემთან იყვნენ, შემდეგ კი გადავიდნენ. როგორც შემეძლო, ისე დავეხმარე. დღეს ზოგიერთი მათგანი ჩემს ბიზნესშია ჩართული, ზოგიც – ჩემი მეგობრის, უბრალოდ, ყველას ვერ დაეხმარები. ჩემ გარშემო ადამიანი არ მეგულება, ვიღაც რომ არ ჩამოუვიდეს მექსიკიდან და ყველა იბრძვის იმისთვის, რომ ის დაასაქმოს, ბინა აქირავებინოს. მეორე შემთხვევაც არის – როცა ჰპირდებიან და მერე არაფრით ეხმარებიან – ეს ხალხი რჩება ქუჩაში, იქ სძინავთ და ჭამენ, ქართველების მანქანებს ტეხენ იმიტომ, რომ უბრალოდ დაიძინონ. ჩემს მეგობარს გაუტეხეს მანქანა, როდესაც დაინახეს, რომ საქართველოს დროშა ეკიდა. შიგნით ნახა საჭმლის ნამცეცები. სკამებზე სძინავთ სკვერებში.

ანუ შენ არ ურჩევ ადამიანს აშშ-ში გამგზავრებას ახლა?

გააჩნია, თუ ჰყავთ პატრონი, შეიძლება, თუ არა – ძალიან გაუჭირდებათ. ადრე იყო შესაძლებლობა, რომ ვიღაც გიპატრონებდა ან თავად შექმნიდი მომგებიან ბიზნესს. რამდენიმე დღეა მე და შენ ვათანხმებთ ინტერვიუს და ახლა მოვიცალე, იმდენად არ მაქვს დრო. საქართველოში  ვერ წარმოუდგენიათ ალბათ, მაგრამ დილის ხუთ საათზე, გავიღვიძებ თუ არა, უკვე მეჩქარება. ყოველი დღე მაქვს დაკავებული, ჩემი თავისთვისაც ვერ ვიცლი. ყველა ჩამოდის სახლებ-გაყიდული, დალომბარდებული, პროცენტით ნასესხები ფულით. ზოგი ფსიქოლოგიურ ტრავმას იღებს. ბევრის შესახებ გავიგე, რომ უკან წამოვიდნენ, ის ვალებიც აღარ აინტერესებდათ, ოღონდ აქ არ დარჩენილიყვნენ, ეს რა ვნახეთ, ისევ საქართველოში გვინდაო. ის ხალხი, ვინც დახმარებას ჰპირდება და მერე არაფერს უკეთებენ ასეთ ადამიანებს, უნამუსოები არიან. ცოდოა ის ხალხი, ვინც ამხელა ვალს იღებს, რისკის ფასად მოდის და უიმედობა და უპერსპექტივობა ხვდება. გადაჭედილია ყველანაირი სამსახური და ბინაც, რომელიც ემიგრანტებზე ქირავდება.

ინტრევიუ სრულად წაიკითხეთ აქ: /fortuna/post/zaza-bandzeladze-ashsh-shi-yvela-chamodis

ამავე თემაზე: ემიგრანტი მომღერლის შეხვედრა შვილებთან რვაწლიანი განშორების შემდეგ (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close