მსოფლიოეკონომიკა

სოფელი გერმანიაში, რომელიც სრულად ენერგოდამოუკიდებელია

ევროპა ზამთარს შიშით მოელის, თუმცა გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში მოსახლეობამ შვებით ამოისუნთქა. საპილოტე პროგრამის დამსახურებით, რომელიც 1990-იანი წლებიდან მოქმედებს, ბერლინის სამხრეთ-დასავლეთით (დაახლ. 60 კმ-ის დაშორებით), ფელდჰაიმში, ქარის ტურბინები დამონტაჟდა. ახლა 128-კაციანი დასახლება სრულად ენერგოდამოუკიდებელია.

ფელდჰაიმის მკვიდრი კეტლინ ტომპსონი ამბობს, რომ ქარის ელექტროსადგური წლების განმავლობაში ვითარდებოდა. ახლა კი მათ ქარის  55 ტურბინა აქვთ. მისი თქმით, სოფლის ენერგოქსელი დენს სწორედ აქედან  იღებს. გათბობა კი ბიოსადგურიდან მიეწოდებათ, რომელიც 2008 წელს აშენდა.

რეგიონთან შედარებით აქ დენის გადასახადი დაბალია. ადგილობრივები ამაყობენ იმით, რომ ენერგოდამოუკიდებლები არიან.

2010 წლიდან ფელდჰაიმს საკუთარი ენერგოქსელი აქვს და აღარ არის დამოკიდებული  ელექტროენერგიის იმპორტზე.

euronewsgeorgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close