ქართველები უცხოეთშიხელოვნება

„ქართული შემოდგომა ათენში 2022“ – საბერძნეთის დედაქალაქში ქართველი მხატვრების გამოფენა გაიმართა

საქართველოს საელჩომ საბერძნეთში 29 სექტემბერს, „ქართული შემოდგომა ათენში 2022“-ის ფარგლებში,  ქართველი მხატვრების ნამუშევრების ჯგუფურ გამოფენას უმასპინძლა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო სოფია თვალაბეიშვილის, ანიე ლიტეს, ნინო ბაჯელიძის, ანა მანანა ცერცვაძის, ქეთი უძილაურის, სოფო ბელთაძის, თამარ ელიკაშვილის და ბადრი მარგიშვილის ფერწერული ტილოები. ქართველ მხატვრებთან ერთად გამოფენაში ბერძენი მხატვარი George Houndalas-იც მონაწილეობდა.

გამოფენას სტუმრობდნენ ხელოვნების სფეროს ექსპერტები, გალერისტები, მუზეუმების კურატორები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, აგრეთვე, ათენში სტუმრად მყოფი ქართველი პარლამენტარები.

ექსპოზიციას სასიამოვნო მუსიკალური ფონი შეუქმნა ახალგაზრდა მევიოლინემ ანასტასია კიკალეიშვილმა.

გამოფენის დასრულების შემდეგ მასში მონაწილე მხატვრებს საელჩოს სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.

საქართველოს ელჩის, დავით დონდუას თქმით, მსგავს ღონისძიებებს საელჩო მომავალშიც უმასპინძლებს.

ფოტოები საქართველოს ელჩის, დავით დონდუას ფეისბუქგვერდიდან

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close