fbpx
ეკონომიკაიტალია

იტალიის გაზის საცავები უკვე 90%-ით შეივსო

რუსულ გაზზე დამოკიდებულება იტალიამ წელს 40%-იდან 20%-მდე შეამცირა

იტალიის გაზის საცავები უკვე 90%-ით არის შევსებული, – ამის შესახებ ეკონომიკის ეკოლოგიური ტრანსფორმაციის მინისტრმა რობერტო ჩინგოლანიმ 28 სექტემბერს განაცხადა

მიზნობრივი მაჩვენებელი ვადაზე ადრეა მიღწეული, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება აპირებს, უახლოეს მომავალში რეზერვები 92-93%-მდე შეავსოს მაქსიმალური შესაძლებლობებით, – დასძინა ჩინგოლანიმ.

2022 წელს რუსული გაზის წილი იტალიის მიერ მოხმარებული გაზის მთლიან მოცულობაში, ხელისუფლების ცნობით, 40%-იდან 20%-მდე შემცირდა. ამ მაჩვენებლის ნულამდე დაყვანა 2024 წლისთვის იგეგმება ბუნებრივი აირის ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ასევე, თხევადი გაზის (Liquified Natural Gas – LNG) შესყიდვების მოცულობის ზრდის წყალობით.

უკრაინაში ომის თანმდევი მოვლენების გამო 2022 წელს იტალიაში გაზის ღირებულება ორჯერ გაიზარდა (8-ჯერ – ბიზნესისთვის), ელექტროენერგიის ღირებულება კი – სამჯერ (საწარმოებისთვის – ექვსჯერ), ბენზინის ფასმა 1,5-ჯერ მოიმატა (მთავრობის ჩარევის და აქციზის გადასახადების დროებითი შემცირების შედეგად ბენზინის ფასი შემცირდა). სხვადასხვა სფეროში ბევრი მწარმოებელი აღნიშნავს, რომ ისინი რენტაბელობის ზღვარზე მუშაობენ.

ფიქსირდება ფასების 10-25%-იანი ზრდა პირველად კვების პროდუქტებზე. წინასწარი შეფასებით, 2022 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპები 2-ჯერ შემცირდება, ხოლო ინფლაცია (რომელმაც უკვე მიაღწია ბოლო 30 წლის რეკორდულ მაჩვენებელს – 8%-ს) ზრდას გააგრძელებს. ენერგომატარებლებსა და ნედლეულზე ფასების ზრდის ნეგატიური შედეგების შესამსუბუქებლად მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყო 50 მილიარდი ევრო.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close