იტალიასაზოგადოება

„ჯორჯააა! ხელები შორს ჩვენი სხეულებისგან!“ – იტალიის ქალაქებში აბორტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა გააპროტესტეს (ვიდეო)

მომავალი პრემიერის წინააღმდეგ არჩევნებიდან მესამე დღეს გამაფრთხილებელი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა

რომში რამდენიმე ათასმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა აბორტის ხელმისაწვდომობის მოსალოდნელი შეზღუდვის წინააღმდეგ. დემონსტრანტების ბანერებზე ეწერა: „ჩემი გონება, ჩემი სხეული, ჩემი თავისუფლება“. ქალები (და არა მარტო) იტალიის 50 ქალაქიდან აფრთხილებენ მომავალ პრემიერს – „ეს მხოლოდ დასაწყისია, კანონი N194-ის დასაცავად [ეს კანონი 1978 წელსაა მიღებული – რედ.] ქალაქების ბლოკირებას მოვახდენთ“. ამის შესახებ მედია წერს.

ეს იქნება მომავალი უახლოესი თვეების ბრძოლის სიმბოლო. „აბორტი – ბრალი არ არის, ეს არ არის დანაშაული…“. „თუ შეეხებით 194-ე კანონს, ქალაქებს გადავწვავთ“. „მე ვწყვეტ ჩემი სხეულის ამბავს და არა სახელმწიფო და არც თქვენი ღმერთი“, – თუ ახალ მთავრობას უნდოდა სიგნალი მოედნიდან, 28 სექტემბერს რომის გულიდან და დემონსტრაციისგან ლოზუნგით «Non una di less» ეს სიგნალი ხმამაღლა და მკაფიოდ გაისმა. უსაფრთხო აბორტის მსოფლიო დღისთვის შეკრება ხმამაღალ, ხმაურიან გაფრთხილებად გადაიქცა მომავალი პრემიერის – მელონისთვის: „ჯორჯააა! ხელები შორს ჩვენი სხეულებისგან!“, „ჩვენ ათასები ვართ, მილიონები გავხდებით!“

მილანში, რომში, ბოლონიაში, კალიარიში, ბრეშიაში, პალერმოში, კატანიაში, ფლორენციაში, ვერონაში, გენუაში, რეჯო კალაბრიაში, მოდენაში, ნეაპოლში, ტურინში ასობით (რომში – რამდენიმე ათასი) ქალი, გოგონა, ასევე, ბევრი ბიჭი გამოვიდა ქუჩაში 194-ე კანონის დასაცავად. „ეს მთავრობა მას დაშლის, შეუძლებელს გახდის მის გამოყენებას, გვაიძულებს დავუბრუნდეთ არალეგალურ აბორტებს და, შესაბამისად, მოვკვდეთ“, – ამბობენ დემონსტრაციის მონაწილეები – მარტა და ჯულია.

„აქ ვარ, რათა დავიცვა კანონი N194, ეს მარტო ქალებს არ ეხება, ისინი აბორტებიდან დაიწყებენ, რათა შემდეგ ყველა სამოქალაქო უფლებას შეეხონ“, – აცხადებს ახალგაზრდა კაცი – მატეო.

Piazza dell’Esquilino ნახევრად სავსე იყო, იტალიელების გარდა იქ იყო ქურთი ქალების ჯგუფი 22 წლის მაჰსა ამინის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, რომელიც ცოტა ხნის წინ მოკლეს თეირანში „ზნეობის დამცველმა ჯგუფებმა“ (მორალის პოლიცია) იმისთვის, რომ ვითომდა ჰიჯაბი არასწორად ეცვა.

საპროტესტო აქციაზე ცნობილი ქალებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის, იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის ყოფილი თავმჯდომარე ლაურა ბოლდრინი. „ჯორჯა [მელონი] ლაპარაკობს კანონზე, რომ აბორტი აიკრძალოს, ეს ნიშნავს, რომ სავალდებულო იქნება ბავშვის გაჩენა?“ „…მე აქ ვარ იმისთვის, რომ დავიცვა კანონი 194 ობსკურანტისტი მემარჯვენეებისგან, რომელთა ლიდერიც საუბრობს აბორტის უფლების შეზღუდვაზე. ვშიშობ, რომ აბორტის არგაკეთების უფლება მშობიარობის ვალდებულებად იქცევა. ქალების თვითგამორკვევა დაცული.უნდა იყოს“, – აცხადებს ბოლდრინი.

აბორტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის საწინააღმდეგო საოროტესტო აქციები გაიმართა საფრანგეთშიც, პარიზსა და სხვა ქალაქებში, სადაც ქუჩებში 1000-ობით ადამიანი გამოვიდა, ასევე, უნგრეთში, სადაც აბორტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის საკანონმდებლო ცვლილებები გააპროტესტეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close