იტალიის საელჩო რუსეთში მცხოვრებ თანამოქალაქეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ ქვეყანა – დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შექმნილი მდგომარეობისა და, ასევე, გართულებული ავია და საგზაო მიმოსვლის გამო იტალიის მოქალაქეები რუსეთიდან უნდა გავიდნენ.
საელჩო აცხადებს, რომ ავიაბილეთები სულ უფრო ძვირდება, მეზობელ ქვეყნებში გადასასვლელ გამშვებ პუნქტებზე კი დიდი რიგებია. შესაბამისად, თუ გადაუდებელი საჭიროება არ დგას, იტალიის მოქალაქეებმა რაც შეიძლება მალე უნდა შეიძინონ ავიაბილეთები.
იტალიამდე საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთის რაც შეიძლება სწრაფად დატოვებისკენ უკვე მოუწოდა რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. აშშ-მა რუსეთში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს უკრაინაში ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრეც, მიმდინარე წლის იანვარშიც მოუწოდა, რუსეთი რაც შეიძლება სწრაფად დაეტოვებინათ.
ეს განცხადებები ადასტურებს, რომ დასავლეთს რუსეთის პრეზიდენტის ბირთვული მუქარა უკვე რაელურად მიაჩნია. 2 დღის წინ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმაც განაცხადა, რომ პუტინის მუქარა, რომ ყველა საშუალებით დაიცავს რუსეთის ფედერაციას [შესაბამისად, ბირთვუულ იარაღს გამოიყენებს], ბლეფი არ არის და ევროკავშირი პუტინის სიტყვებს სერიოზულად უნდა მოეკიდოს.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პუტინს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ უთხრა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში სათანადო პასუხს მიიღებს და შედეგები „საშინელი იქნება“.
კომენტარები