ფსიქოლოგია

რა ასაკის შემდეგ აღარ აქვს აზრი გათხოვებას? – ფსიქოლოგების მოსაზრება

21-ე საუკუნის დასაწყისიდან ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებამ ქორწინებისადმი მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. სოციოლოგები აღნიშნავენ ტენდენციას, რომ ქორწინების ასაკი გაიზარდა. 

სოციალური მომწიფება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. ეს არ არის ასაკის, კანონის წინაშე პასუხისმგებლობის ან პირის ფიზიკური განვითარების მაჩვენებელი, არამედ მოიცავს უფრო ვრცელ ასპექტებს:

  • კარგად ჩამოყალიბებული შეხედულება საკუთარ თავზე, როგორც პიროვნებაზე;
  • პასუხისმგებლობის დონე საკუთარ ქმედებებზე;
  • საზოგადოებაში გარკვეული როლის შესრულების უნარი.

ძველ დროში, როდესაც ადამიანების უმეტესობა მიწაზე მუშაობდა, სოციალური მომწიფების პერიოდი ძალიან ადრე დგებოდა. ითვლებოდა, რომ როგორც კი ადამიანი მზად იქნებოდა ფიზიკური შრომისთვის, მას შეეძლო ოჯახის შექმნაც.

ანალოგიური მდგომარეობა იყო 21-ე საუკუნის დასაწყისამდე. ჩვენს საზოგადოებაში საბაზრო ურთიერთობების მოსვლასთან ერთად ის მნიშვნელოვნად შეიცვალა. შესაბამისად, ცვლილებები მოხდა ახალგაზრდების სოციალური მომწიფების პროცესებშიც.

რა სხვაობაა ფიზიოლოგიურ და სოციალურ მომწიფებას შორის?

დღეს ფსიქოლოგები აღნიშნავენ არა მხოლოდ სოციალური მომწიფების პროცესების ტრანსფორმაციას, არამედ მნიშვნელოვან წინააღმდეგობას ჩვენს საზოგადოებაში არსებული ადამიანების ფიზიოლოგიურ განვითარებასთან. ერთი მხრივ, არსებობს მოსაზრება, რომ მშობიარობის ფიზიოლოგიურად ოპტიმალური ასაკი უნდა ჩაითვალოს 20-25 წელი, როდესაც სხეული ჯერ კიდევ ძლიერია, ახალგაზრდაა და არ არის დაგროვილი დიდი რაოდენობით ქრონიკული დაავადებები.

მეორე მხრივ, ცხოვრების თანამედროვე პირობებში, სწავლა, კარიერის შექმნა და „ფეხზე დადგომა“, ახალგაზრდებში 30 წლისთვის დგება, ზოგჯერ კი გაცილებით გვიან. ეს არის არსებითი წინააღმდეგობა, რომელსაც ყველა სოციოლოგი აღნიშნავს.

სამწუხაროდ, სოციოლოგები ამ სიტუაციიდან იდეალურ გამოსავალს ვერ ხედავენ. ისინი აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ქალებს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვთ:

პირველი: კარიერის შესაქმნელად და ცხოვრების აუცილებელი დონის მისაღწევად, ქალი იძულებულია, გადადოს ქორწინების დრო და შვილების გაჩენა სოციალური სიმწიფის მომენტამდე.

მეორე: ქალი ადრე ქორწინდება, შობს შვილებს, მაგრამ, ამავდროულად, შეგნებულად ამცირებს თავის სოციალურ როლს საზოგადოებაში.

მეორე შემთხვევაში თანატოლთან ერთად მატერიალურად ძლიერ ოჯახს ვერ შექმნის და იძულებულია, ბევრად უფროსი მამაკაცი აირჩიოს .

ორივე არჩევანი, რაც თანამედროვე ქალებს აქვთ, იდეალური არ არის, მათ აქვთ დადებითი და უარყოფითი მხარეები.

პირველ შემთხვევაში, თუ ქალი აჭიანურებს ქორწინებას, მას პრობლემები ემუქრება შვილის გაჩენასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ასაკთან ერთად ის უფრო დიდ მოთხოვნებს წაუყენებს თავის რჩეულს, რამაც შეიძლება უფრო და უფრო გაახანგრძლივოს ქორწინების დრო. საბოლოო ჯამში, შეიძლება დადგეს დრო, როდესაც ქალს აღარ მოუნდეს, შეცვალოს ჩვეული ცხოვრების წესი.

მეორე შემთხვევაში, კარიერული ზრდისა და მატერიალური დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ქალი და მისი შვილები შეიძლება რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, თუ პირველ რჩეულთან ერთად ცხოვრება არ გამოვა. გარდა ამისა, ეს სოციალური წარუმატებლობა მას მთელი ცხოვრება ამძიმებს. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ფსიქოლოგს, რადგან ისინი ერთხმად აცხადებენ, რომ არასდროს არის გვიან გათხოვება და ცხოვრების წესის შეცვლა!!! მთავარია, ამისთვის შესაფერის ადამიანს შეხვდეთ.

და მიუხედავად იმისა, რომ ქორწინების ასაკი ყოველწლიურად იზრდება, დაქორწინების გადაწყვეტილება ყოველთვის მხოლოდ ქალმა უნდა მიიღოს. ეს მხოლოდ მისი არჩევანია.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close