დღის თემასაზოგადოებასაქართველო
დღეს თბილისში, გმირთა მოედანზე საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, ჟიული შარტავას ბიუსტი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გახსნეს და არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია გვირგვინით შეამკეს.
ჟიული შარტავას ბიუსტის ავტორიa ავთანდილ მჭედლიშვილი. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზის შესაქმნელად კონკურსი თბილისის მერიამ გამოაცხადა. მასში მონაწილეობა შეეძლო როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე ცალკეულ ავტორს ან ავტორთა ჯგუფს.
გამარჯვებული სპეციალურად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ გამოავლინა.
კომენტარები