მსოფლიოპოლიტიკა

რომელი სფეროს მუშაკები არ დაექვემდებარებიან რუსეთში გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას

რუსეთში გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას არ დაექვემდებარებიან ტექნოლოგიების სფეროში სრული დატვირთვით მომუშავე უმაღლესი განათლების მქონე პროფესიონალებ, ბანკირები, კავშირგაბმულობის ოპერატორები და რეგისტრირებული (ანუ სახელმწიფო) მედიის თანამშომლები. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო სააგენტო „ТАСС“-ი ავრცელებს.

აღნიშნული ინფორმაცია ტელეგრამ არხზე Минцифры РФ გამოქვეყნდა. ჯარში სავალდებულო გაწვევისგან გადავადება შეუძლიათ კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებში დასაქმებულ მოქალაქეებს – აკრედიტებული IT-კომპანიების სპეციალისტებს, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება და სრულ სამუშაო განაკვეთზე მუშაობენ; კავშირგაბმულობის ოპერატორებს; რეგისტრირებული მედიასაშუალებების – რადიო, ტელე და ბეჭდური მედიის თანამშრომლებს“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კონკრეტული მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების მუშაობის უზრუნველსაყოფად, ასევე იმისთვის, რომ ნაწილობრივმა მობილიზაციამ რუსეთის ფინანსური სისტემა არ დააზარალოს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კომპანიებმა იმ თანამშრომელთა სიები უნდა წარადგინონ, რომლებიც აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

თავის მხრივ, სახელმწიფო დუმაში განაცხადეს, რომ სამხედრო გამოცდილების მქონე ექიმებისა და სამედიცინო მუშაკების გაწვევა პრიორიტეტული იქნება, რადგან არავითარი აზრი არ აქვს ისეთი პერსონალის გაწვევას, რომელსაც „საგანგებო პირობებში მუშაობის გამოცდილება და ჩვევები არ აქვს“.

ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში 21 სექტემბერს გამოცხადდა. გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მილიონამდე ადამიანის გაწვევა იგეგმება, რასაც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი უარყოფს.თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ გაწვევას 300 ათასი ადამიანი დაექვემდებარება.

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვიის თქმით, ჩეჩნეთში მობილიზაცია არ ჩატარდება, რადგან რესპუბლიკაში ჯარში გაწვევის გეგმა 254%-ის გადაჭარბებით შესრულდა და უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სამხედრო ოპერაციაში“ ჩეჩნეთის 20 ათასმა მცხოვრებმა მიიღო მონაწილეობა.

ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას რუსეთის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები და დაკავებები მოჰყვა.

ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია შესაძლოა მისი რეჟიმის დასასრული გახდეს.

ნინო ხოშტარია

საპროტესტო გამოსვლები მოსკოვში მობილიზაციის წინააღმდეგ. „როიტერის“ ფოტო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close