კრიმინალისაქართველო

„მას დედა ემიგრაციაში, საბერძნეთში ჰყავს“ – რა ვერსიები ვრცელდება ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელის შესახებ

არაოფიციალური ინფორმაციით, კაცი, რომელიც ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალს თავს დაესხა და მძევლები აიყვანა, გრიგოლ ნარსიაა. შსს ცნობას ოფიციალურად არ ადასტურებს, თუმცა განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დაკავებული არის 1985 წელს დაბადებული გ. ნ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 37 წლის ნარსია წარმოშობით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯiდანაა. 2012 წლამდე ის დაცვის პოლიციაში მუშაობდა. დღის განმავლობაში მის ვინაობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიa ვრცელდებოდა. ერთ-ერთის მიხედვით, თავდამსხმელი საქართველოში ემიგრაციიდან, პოლონეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და სამორინეში თანხა ჰქონდა წაგებული,  თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

ნარსიას მეზობლები ამბობენ, რომ მას დედა ემიგრაციაში, საბერძნეთში ჰყავს.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით დაიწყო..

თავდამსხმელს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი 20 სექტემბერს დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. თავდაპირველად მას 14 მძევალი ჰყავდა აყვანილი.

მძევლების გათავისუფლების ოპერაცია 9 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში, „საქართველოს ბანკიდან“ მძევლების გათავისუფლებისა და თავდამსხმელის დაკავების ვიდეოკადრები გაავრცელა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close