ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

„დამირეკეს მისმა მშობლებმა, ავარიაში მოყვაო… ავარიაში კი არა, მოკლული ჰყოლია“ – რას ჰყვება თურქეთში ქმრის მიერ მოკლული ქალის დედა

თურქეთში ქმრის მიერ მოკლული ქალის დედა მკვლელობის დეტალებზე საუბრობს. 

„ვიცი, რომ დაგეგმილი ჰქონდა და მოტყუებით წაიყვანა იქ ჩემი შვილი. 2 დღის გარდაცვლილი იყო ჩემი შვილი, როდესაც 25-ში დამირეკეს მისმა მშობლებმა, რომ ავარიაში მოყვაო.

ავარიაში კი არა მოკლული ჰყოლია და ნაწამები ჩემი შვილი და არაფერი ვიცოდი. ჯერ აწამა, ნაცემი არის, დალურჯებული ჰქონდა მთელი სხეული, სახიდან ფეხებამდე. სულ დაჩეხილი იყო, ყელი მოჭრილი ჰქონდა.

აწამა და საშინლად მომიკლა შვილი. ისე მოკლეს იქ ორივე, რომ სულ სხვანაირად გამოიტანეს პასუხი. ვითომ მეგობარი იყო და უღალატაო და თავი მაგიტომ მოაჭრაო. ეგრე არაფერი არ არის. მერე ალბათ დაგვირეკავენ თურქეთიდან და პასუხებს გვეტყვიან, რა მოხდა“, – ამბობს მოკლული ქალის დედა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ  თურქეთში საქართველოს მოქალაქემ ცოლი და კიდევ ერთი ქართველი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

primetime.ge

თურქეთში ორი ადამიანის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლმა ქართველმა კაცმა სარფის საზღვარზე თავი მოიკლა – გაირკვა, ვინ არის მსხვერპლი და მკვლელი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close