მსოფლიოსაზოგადოება
თურქეთში ერთ დღეში ორი უმძიმესი ავარია მოხდა – დაიღუპა 31, დაშავდა 51 ადამიანი (ვიდეო)
თურქეთში, მარდინის პროვინციაში, დერიკის რაიონში სატვირთო მანქანა ხალხის მასაში შევარდა. შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 29 კი დაშავდა. 8 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
თურქული მედიის ინფორმაციით, სატვირთო მანქანას მუხრუჭებმა უმტყუნა, ჯერ 2 მანქანას დაეჯახა და შემდეგ ხალხში შევარდა.
20 აგვისტოს კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თურქეთში, ქალაქ გაზიანთიფში, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სამგზავრო ავტობუსი სასწრაფო დახმარების მანქანას, სახანძრო მანქანასა და ავტობუსს შეეჯახა, რომელშიც ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა 15 ადამიანი, მათ შორის, 3 მეხანძრე, 2 მედიკოსი და 2 ჟურნალისტი. 22 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოებში მოათავსეს.
კომენტარები