ქართველები უცხოეთშისპორტი

იტალიელი ჟურნალისტი: „ბედის ირონიაა, კვარაცხელია „იუვენტუსს“ სურდა, მაგრამ ქართველით „ნაპოლი“ ტკბება“ (ვიდეო)

ტვიტერზე ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო შირა სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელიას პირველ დუბლს გამოეხმაურა. საქართველოს ნაკრების ლიდერმა „მონცასთან“ ორი ეფექტური გოლი გაიტანა და „ნაპოლის“ დამაჯერებელ გამარჯვებაში (4:0) დაეხმარა.

„2021 წლის მაისში ხვიჩა კვარაცხელია ახლოს იყო „იუვენტუსში“ გადასვლასთან. მისი ყიდვა ტურინელთა მაშინდელმა სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ ცადა, მაგრამ შემდეგ ტურინში მენეჯერული ცვლილება მოხდა. ბედის ირონიაა, ახლა „ნაპოლი“ ტკბება ხვიჩა კვარაცხელიას გადაყვანით, რომელშიც მხოლოდ ათი მილიონი ევრო გადაიხადა. ეს გამარჯვებული ინტუიციაა“, – წერს ნიკოლო შირა.

ამასთან დაკავშირებით „არეანაპოლი“ საინტერესო კომენტარს აკეთებს:

„ქართველი უკვე ნეაპოლელთა გულებშია. ბათუმის „დინამოსა“ და ყაზანის „რუბინის“ ყოფილი გარემარბი სერია A-ში სეზონის სტარტის ნამდვილი გმირი აღმოჩნდა. უბრალოდ დაფიქრდით, რომ ქართველ ფეხბურთელს იტალიის ჩემპიონატში მასიმილიანო ალეგრის გაწვრთნილი გუნდის მაისურით შეეძლო თამაში, თუმცა, „ნაპოლისა“ და ნეაპოლელთა საბედნიეროდ, მისი ტრანსფერი ტურინში არ შედგა, რამაც ნეაპოლელებს 2001 წელს დაბადებული მოთამაშის დამატების საშუალება მისცა“.

ამას განმარტება სჭირდება – საქმე ისაა, რომ „იუვენტუსი“ და „ნაპოლი“ ერთმანეთის დაუძინებელი მტრები და პრინციპული მეტოქეები არიან. შირა ბედის ირონიაში სწორედ ამას გულისხმობდა.

მერაბ მამულაშვილი

1tv.ge

ნახეთ ხვიჩა კვარაცხელიას ორი გოლი „მონცას“ კარში:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close