fbpx
კრიმინალისაქართველო

პოლიციამ „მთავარი არხის“ წამყვანი ძალადობის, გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით დააკავა

„მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი ლაშა ნაკაიძე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მი­მარ­თვის საფუძველზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 16 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. ძალადობა, მუქარა და გაუპატიურება – სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა მას სამ მუხლს ედავება. 

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აგვისტოს ბრალდებული ლ. ნ. გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით  დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის  მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.

პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­სა­მარ­თლოს და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თავს.

ნა­კა­ი­ძე ბრალს არ აღი­ა­რებს. ამის შე­სა­ხებ მის­მა ად­ვო­კატ­მა ლალი ბი­ბი­ლე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ნა­კა­ი­ძე ადას­ტუ­რებს, რომ 15 აგ­ვის­ტოს გო­გო­ნას­თან, რო­მელ­მაც მას უჩივ­ლა, ინტიმური ურთიერთობა ჰქონ­და, თუმ­ცა ეს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი იყო. ასე­ვე, ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლის თქმით, ნა­კა­ი­ძე კატეგორიულად უარ­ყოფს ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით მუ­ქა­რას.

„შე­უთ­ვა­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ყვე­ლას, ვინც იც­ნობს ლაშა ნა­კა­ი­ძეს, ძა­ლი­ან კარ­გად ხვდე­ბი­ან, რომ არ ვარ მო­ძა­ლა­დეო. გა­ოგ­ნე­ბუ­ლია. მგო­ნია, რომ სიზ­მარ­ში ვარო, შო­კი­რე­ბუ­ლია. და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. სახ­ლში იყო მე­გობ­რის (და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის), რო­დე­საც პო­ლი­ცია მო­ვი­და და და­მა­კა­ვაო. და­ზა­რა­ლე­ბულ­თან კონ­ფლიქ­ტი არ მქო­ნი­აო. დი­ლას რომ გა­იღ­ვი­ძა, ჩვენს შო­რის შედ­გა სა­უ­ბა­რიო. შემ­დგომ მე ჩამეძინაო, რომ გა­ვიღ­ვი­ძე, აღარ იყო სახ­ლშიო“, – აღ­ნიშ­ნა ადო­კატ­მა.

„მთავარი არხი“ აცხადებს, რომ ლაშა ნაკაიძესთან ნებისმიერ თანამშრომლობას წყვეტს, რადგან ბრალდება მძიმეა და თუ მისის უდანაშაულობა დამტკიცდება, არხზე ისევ დააბრუნებენ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close