პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა – ომის კადრები, რომლებმაც უცნობი გმირები შემოგვინახა (ვიდეო)
ომი, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. აფხაზეთის ომში, არაოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 16 ათასზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი.
…30 წლის წინ ჩვეულებრივი გოგო-ბიჭები გმირებად იქცნენ, მათ თავიანთი არჩევანი გააკეთეს. როგორც ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი წერდა: „ქართველობა არ არის ბიოლოგიური მოცემულობა – ეს არის ნება, იყო ქართველი, ნება კი რაინდული ღირსების ფენომენია“.
ნეტა, სად არიან ახლა ეს გოგო-ბიჭები?… თუმცა გმირები ხომ არ კვდებიან!
აფხაზეთის ომის შედეგად 350 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა მშობლიური კუთხე და საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა.
კომენტარები