მსოფლიოსაზოგადოება

ესპანეთში მუსიკალურ ფესტივალზე სცენის ჩამონგრევას ერთი ადამიანი შეეწირა, არიან დაშავებულები

ესპანეთში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, ძლიერი ქარის გამო ჩამონგრეული სცენის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 40 დაშავდა. ინფორმაციას „ბიბისი” ავრცელებს.

ინციდენტი ვალენსიის სამხრეთით, მედუზას სახელით ცნობილ მუსიკის ფესტივალზე მოხდა.

ძლიერმა ქარმა, რომლის სიჩქარე საათში 80 კილომეტრს აღწევდა, გამომსვლელებისთვის განკუთვნილი სცენის ჩამონგრევა გამოიწვია.

ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია ერთი, 20 წლის პირი და დაშავებულია სულ მცირე 40, რომელთაგან სამს მძიმე დაზიანებები აქვთ მიღებული.

ინციდენტის გამო ორგანიზატორებს ფესტივალის გადადება მოუწიათ.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close