fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთში სახლის ძარცვისას 3 ქართველი დააკავეს – მეპატრონემ დაინახა, როგორ შეიჭრნენ მის სახლში უცხო პირები

საბერძნეთის ქალაქ კალითეაში სახლის ძარცვის დროს 3 ქართველი დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაცია ბერძნულ მედიაში ვრცელდება. 

გამოცემის ცნობით, კალითეაში, სოკრატოსის ქუჩაზე მდებარე  სახლის მეპატრონემ შეიტყო, რომ მისი ბინა გატეხეს. მეპატრონემ თავად გამოიძახა პოლიციელები.  დააკავეს 42, 37 და 32 წლის ქართველები.

„სოკრატოსის ქუჩაზე მდებარე სახლის მეპატრონე გაოგნდა, როცა დაინახა, რომ უცნობმა პირმა გათიშა ოთახში დამონტაჟებული კამერა და გამოაძრო ტელეფონის კაბელი. შემთხვევა 9 აგვისტოს მოხდა. ბინის მფლობელმა სამართალდამცველებს მიმართა. ადგილზე სასწრაფოდ მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. ისინი იარაღით ხელში შევიდნენ ბინაში და ერთ-ერთ ოთახში მიმალული სამი ქართველი, 42, 37 და 32 წლის კაცები დახვდნენ. ერთ-ერთს ხელში სამზარეულოდან აღებული დანა ეჭირა. პოლიციელებმა მათ სთხოვეს დანებება და სანამ მძარცველები რეაგირებას მოახდენდნენ, მძარცველებს ხელბორკილები დაადეს“, – ნათქვამია სტატიაში.

პოლიციამ აბაზანაში იპოვა ყუთი სამკაულებითა და თანხა, რომლის სახლიდან წაღებასაც დამნაშავეები ცდილობდნენ.  საქმის წინასწარი გამოძიება კალითეას პოლიციამ დაიწყო.

mtavari.tv

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close