fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთში 41 წლის ქართველ კაცს თავს დაესხნენ – მას 12 ტყვია მოხვდა

საბერძნეთის ქალაქ კომოტინიში 41 წლის ქართველ კაცს 12 ტყვია ესროლეს. ინფორმაციას ბერძნული გამოცემა „პროტოთემა“ ავრცელებს.

შემთხვევა კვირას, შუაღამის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. მედიის ცნობით, კაცს მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღიდან და ამჟამად კომოტინის საავადმყოფოშია მოთავსებული.

ERT-ს ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და იგი სამედიცინო პერსონალის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, რადგან ტყვიები მის სხეულშია, გულ-მკერდის არეში და შესაძლოა ამან გართულებები გამოიწვიოს.

პოლიციამ დამნაშავეების ძებნა დაიწყო. შემთხვევის შესახებ სხვა დეტალები, მათ შორის, მამაკაცის ვინაობა უცნობია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close