მსოფლიოეკონომიკა

აღმოაჩინეს ბოლო 300 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი უიშვიათესი ვარდისფერი ალმასი

ავსტრალიელი მომპოვებლის, Lucapa Diamond-ის ცნობით, ანგოლაში იშვიათი ვარდისფერი ალმასი აღმოაჩინეს, რომელიც შეიძლება ყველაზე დიდ აღმოჩენად იქცეს ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში.

ჩრდილო-აღმოსავლეთ ანგოლაში არსებულ ლულოს ალუვიურ მაღაროში ნაპოვნ 170 -კარატიან ძვირფას ქვას, მაღაროს სახელიდან გამომდინარე, „ლულოს ვარდი“ დაარქვეს. „ლულოს ვარდი“ ოდნავ ჩამორჩება 182-კარატიან ალმასს, სახელად დერიანურის, რომელიც მსოფლიოში უდიდესი ვარდისფერი ალმასია და ამჟამად ირანის ეროვნული საგანძურის კუთვნილებაა.

2015 წლიდან დღემდე, ლულოს სამთო მოპოვებითი პროექტის ფარგლებში, 100 კარატზე დიდი 27 ალმასი აღმოაჩინეს, მათ შორის, უდიდესი ალმასი, რომელიც კი ანგოლაში ოდესმე აღმოუჩენიათ: 404-კარატიანი „4 თებერვლის ქვა“, რომელიც 2016 წელს 16 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

„ლულოს ვარდი“ ლულოს მაღაროში აღმოჩენილი მეხუთე უდიდესი ალმასია და ვარაუდობენ, რომ მისი ფასი უფრო მაღალი იქნება. ის საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში გაიყიდება, რომელსაც ანგოლის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ალმასის სავაჭრო კომპანია Sodiam-ი ატარებს.

ვარდისფერი ალმასები შედარებით იშვიათია და მეცნიერებმა ჯერ ბოლომდე არ იციან იმ ფენომენის შესახებ, რომელიც ამ ძვირფას ქვებს ვარდისფერ შეფერილობას აძლევს.

იშვიათი ფერის ალმასების ფასმა, რომლებიც უფერო ბრილიანტებზე იშვიათად მოიპოვება, ბოლო წლებში რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. De Beers-ის ლურჯი Cullinan-ის ბრილიანტი Sotheby’s-ზე აპრილში $57,5 ​​მილიონად გაიყიდა.

არსებული ინფორმაციით, მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 90 მილიონ კარატ ალმასს მოიპოვებენ, რომელთა საერთო  ღირებულება 300 მილიარდ დოლარზე მეტია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close