ვიდეოსაზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში ხანძარს ცნობილი მსახიობის სახლი შეეწირა (ვიდეო)

უკვე რამდენიმე დღეა, საბერძნეთი ხანძარს ებრძვის. ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე გაჩენილმა კერებმა უკვე არაერთი სახლი შეიწირა. გადამწვარი სახლებისა თუ ბუნების დრამატული კადრები ყოველდღიურად ვრცელდება.

ხანძარს ვერ გადაურჩა ცნობილი ბერძენი მსახიობის ელენა გერასიმიდუს სახლიც პენდელში. ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობი ამბობს, რომ მათ სახლში დაკვამლიანება გამთენიისას დაიწყო.

„დილის 04:00 საათზე უკვე კვამლში ვიხრჩობოდით. სახლი დავტოვეთ. ცოტა ხანში კი მეზობელმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ ჩვენი სახლი იწვოდა.

ჩვენს სახლში შესაძლოა სარდაფი და პირველი სართული იყოს გადარჩენილი, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი დანგრეულია. დიდი ზიანი მოგვადგა. მთელი ცხოვრების ნაშრომი განადგურდა…“ – ამბობს ელენა გერასიმიდუ.

ცნობისთვის, ელენა გერასიმიდუ ბერძენი მსახიობი და პოლიტიკოსია. მან წლების განმავლობაში არაერთი როლი ითამაშა როგორც თეატრში, ისე კინოში.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close